ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებამერიის ინფორმაციით, მთაწმინდაზე კედელი კერძო მესაკუთრის მიერ ჩატარებული უნებართვო სამუშაოების გამო ჩამოინგრა

მერიის ინფორმაციით, მთაწმინდაზე კედელი კერძო მესაკუთრის მიერ ჩატარებული უნებართვო სამუშაოების გამო ჩამოინგრა

მთაწმინდის რაიონში, ვასილ აბაშიძის ქუჩის N11-ში მდებარე საცხოვრებელ სახლს გარე კედელი ჩამოეშალა. 7 აპრილს შენობის შიდა ფრაგმენტის ღიობებს შორის არსებული კედელი დაანრგიეს. ემთხვევის გამო შენობიდან 12 ოჯახია გაყვანილი. დღეს დილით კი, დაზიანებული კონსტრუქციის მდგრადობის დარღვევის გამო, შენობის გარე კედელიც ჩამოიშალა

თბილისის მერიის წინასწარი ინფორმაციით, ნგრევა კერძო მესაკუთრის მიერ სარემონტო სამუშაოების არასწორად შესრულებამ გამოიწვია, რის შედეგადაც შენობის მზიდი კედელი დაზიანდა.

როგორც ირკვევა, აღნიშნული ფართის მესაკუთრემ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს ფართის გამიჯვნის მოთხოვნით 3 აპრილს მიმართა. თუმცა, უწყების განცხადებით, მესაკუთრემ სამუშაოები განხილვის დასრულებამდე, ყოველგვარი ნებართვის გარეშე დაიწყო.

მთაწმინდის რაიონის გამგეობის განმარტებით, აღნიშნული სახლი ავარიულად შეფასებული არ ყოფილიყო და მოსახლეობის მხრიდან გამგეობაში რაიმე სახის მომართვა არ ფიქსირდებოდა.

მერია წერს, რომ უსაფრთხოების მიზნით, 12 ოჯახი შენობიდან გუშინვე გამოიყვანეს. ისინი დროულად იქნენ დაბინავებული სასტუმროში. გამგეობის ინფორმაციით, მობინადრეებს შესთავაზეს ქირით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვაც.

.

  მეტროსადგურ „დიდუბის“ ზედა ამოსასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის ახალი სქემა ამოქმედდება
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი