ხუთშაბათი, იანვარი 8, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმიმენოპაუზის 5 ყველაზე უცნაური და ფარული მიზეზი – ამის შესახებ არ იცით

მენოპაუზის 5 ყველაზე უცნაური და ფარული მიზეზი – ამის შესახებ არ იცით

გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი მადონა ჯუღელი მენოპაუზის 5 ყველაზე უცნაურ და ამავდროულად, ფარულ მიზეზზე საუბრობს:

 ესტროგენის დეფიციტი პირის ღრუში კარიესს, ღრძილების მგრძნობელობას, პირის სიმშრალესა და ანთებას იწვევს. როდესაც მსგავს სიმპტომებს ხედავთ, იცოდეთ, რომ ეს ესტროგენის ანუ ჰორმონების დეფიციტის ბრალია.

ესტროგენის შემცირების არაპირდაპირი ნიშნები

სმენა:
როდესაც ესტროგენის დონე იკლებს, შესაძლოა გამოვლინდეს ყურში მუდმივი ზუზუნი (ტინიტუსი), გაძლიერდეს მგრძნობელობა ხმაურის მიმართ და გაგვიჭირდეს მეტყველებაში ზოგიერთი სიტყვის გარჩევა. ასეთ დროს იშვიათად გვაფიქრდება, რომ მიზეზი ჰორმონული ცვლილება შეიძლება იყოს, თუმცა ეს ერთ-ერთი შესაძლო ფაქტორია.

წონასწორობა და კოორდინაცია:
ესტროგენი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბალანსის შენარჩუნებაში. მისი დეფიციტისას უფრო ხშირია თავბრუსხვევა, წაბორძიკება და კოორდინაციის დარღვევა. სწორედ ამიტომ, მოულოდნელი დაცემები ან არასტაბილური სიარული ყურადღების ღირსია.

კოფეინის გავლენა:
თუ ყავას ყოველდღიურად სვამთ, უნდა იცოდეთ, რომ ესტროგენის ნაკლებობის დროს ღვიძლი კოფეინს უფრო ნელა შლის. შედეგად, საღამოს მიღებულმა ყავამ შეიძლება ძილის დარღვევა ან ღამის გათენებაც კი გამოიწვიოს.

კანი:
კანი ერთ-ერთი პირველია, რომელიც ესტროგენის დეფიციტზე რეაგირებს. ის ხდება უფრო თხელი, ელასტიკურობა იკლებს და აღდგენას მეტი დრო სჭირდება. კოსმეტიკური ინიექციებისა თუ აპარატურული პროცედურების შემდეგ შესაძლოა სისხლჩაქცევები და მცირე ტრავმები დიდხანს არ გაქრეს. ამიტომ, ასეთი ჩარევების დაგეგმვისას ეს ფაქტორი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  სიმინდის ფაფა, როგორ მოვხარშოთ რომ წონის დაკლებაში დაგვეხმაროს? წაიკითხეთ, თუ 65 კილოზე მეტს იწონით.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი