ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისამართალიმებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, სადახლოზე ავტომობილში მალულად განთავსებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით...

მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, სადახლოზე ავტომობილში მალულად განთავსებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, „სადახლო საავტომობილოს“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე, ავტომობილში მალულად განთავსებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება – „კლეფედრონი“ აღმოაჩინეს, – ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, უფლებამოსილი პირის მიერ, სომხეთის რესპუბლიკიდან შემოსული, უცხო ქვეყნის მოქალაქის ა.ვ.ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის ეჭვის საფუძველზე დეტალური დათვალიერების (რენტგენო ინსპექტირების სკანერით) შედეგად, გამოვლენილი იქნა ერთ კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება, რომელიც სამართალდამრღვევ მოქალაქეს ჰაერის/ტენის საშრობი მოწყობილობის შიგთავსში, ჰერმეტულ შეკვრად დაფასოებულ შეფუთვაში, მალულად ჰქონდა მოთავსებული.

„საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ხატია წერეთელი დააკავეს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი