სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიები"მასონები საქართველოში ადრეც იყვნენ და ახლაც არიან...“ - ყველაფერი მასონთა ლოჟების შესახებ

“მასონები საქართველოში ადრეც იყვნენ და ახლაც არიან…“ – ყველაფერი მასონთა ლოჟების შესახებ

1717 წლის 24 ივლისს ლონდონში, ტავერნაში, რომელსაც Goose and Gridiron ერქვა, პირველი მასონთა ლოჟა დაარსდა. ასე ჩამოყალიბდა რელიგიურ-ეთიკური მიმდინარეობა, რომელსაც დღეს მილიონობით მიმდევარი ჰყავს. მასონებზე უამრავი ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა და დღემდე ვრცელდება. ბევრისთვის გაუგებარია, რატომ არიან ისინი ჩრდილში ან რატომ მალავენ თავიანთ ვინაობას, ამიტომ, საქართველოში მასონების მიმართ ერთგვარი გაურკვევლობა და შიშიც კი იგრძნობა. უმრავლესობამ არ იცის, რომ მასონები იყვნენ გენიალური მოცარტი და ბეთჰოვენი, ჩერჩილი და დანტონი, ვოლტერი და არტურ კონან დოილი, კიპლინგი და ოსკარ უაილდი, ბენჯამინ ფრანკლინი და ჯორჯ ვაშინგტონი…

რით აიხსნება მასონების მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება? – ამ საკითხზე გვესაუბრება თეოლოგი ლევან აბაშიძე:

 

– მასონთა მოძრაობა მე-18 საუკუნის ინგლისში ჩაისახა – ეს იყო ეპოქა, როცა განმანათლებლობა ძალიან პოპულარული ხდება და სწორედ ამ ფონზე იქმნება მასონური ლოჟები. მასონებს საკმაოდ კარგი მიზნები ჰქონდათ: უკეთესი საზოგადოების შექმნა, სიკეთე, თანასწორობა, ძმობა – მათი ლოჟები სწორედ ამ იდეების კარნახით იქმნებოდა. თავისუფალი მასონი ფრანგულად “მშენებელს”, ანუ ხუროთმოძღვარს ნიშნავს. მასონები ფართოდ იყენებდნენ მშენებელთა სიმბოლიკას, რადგან მე-18 საუკუნეში მშენებლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმიანობა იყო, განსაკუთრებით, ტაძრების. ამიტომ, მშენებლებს თავიანთი გაერთიანებები ჰქონდათ. მშენებლები და ხუროთმოძღვრები მთელ ევროპაში მოძრაობდნენ, მათ თავიანთი სიმბოლოები და რიტუალები ჰქონდათ და სწორედ ეს სიმბოლიკა გამოიყენეს მასონებმა. მათ მოძღვრებაზე დიდი გავლენა იქონია ბიბლიურმა და ქრისტიანულმა იდეებმა. მათ ადამიც კი პირველ მასონად, ანუ პირველ მშენებლად მიაჩნდათ. მასონურ მოძღვრებაში დიდი ადგილი დაიკავა ბიბლიურმა სიმბოლიკამ, რომელსაც მოგვიანებით ტამპლიერების და სხვა რაინდული ორდენების სიმბოლიკაც დაემატა. მასონური სიმბოლოები სერიოზული შინაარსითაა დატვირთული, რაც ამ მიმდინარეობას კიდევ უფრო მეტ იდუმალებას ანიჭებს.

– როგორ ხალხს იღებდნენ მასონები თავიანთ რიგებში?

– მასონურ ლოჟაში რომ მიეღოთ, ადამიანი აუცილებლად მორწმუნე უნდა ყოფილიყო. თავდაპირველად მხოლოდ სხვადასხვა კონფესიის მიმდევარ ქრისტიანებს იღებდნენ, მაგრამ მერე ეს კრიტერიუმიც შეიცვალა: მძიმე რელიგიური ომების და დაპირისპირების შემდეგ, ევროპელები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ რელიგიურ ნიადაგზე სისხლის ღვრა დაუშვებელია. შედეგად, მასონებმა თავიანთ მოძღვრებაში ქრისტიანობის და იუდაიზმის ელემენტებიც შეიტანეს და თავიანთ რიგებში მუსლიმანებსაც გაუღეს კარი. უკვე აღარ იყო აუცილებელი, რომ მასონი კათოლიკური ან ანგლიკანური ეკლესიის მიმდევარი ყოფილიყო. თანამედროვე მასონურ ლოჟაშიც ასეა – მთავარია, ადამიანს ერთი ღმერთი სწამდეს და შეიძლება ქრისტიანიც იყოს, იუდეველიც და მუსლიმანიც.

simbolo-copy-1727022255-1727253837-1727338899.jpg

– რატომ იყო და არის მასონური მოძრაობა სტიგმატიზებული და რატომ ჩნდება შეთქმულების თეორიები მათ ირგვლივ?

– ამას ბევრი მიზეზი აქვს: დავიწყოთ იმით, რომ ნებისმიერ რევოლუციურ მოძრაობას მასონთა სახელებს უკავშირებდნენ, მაგრამ რამდენად მართალი იყო ეს, არავინ იცის. მაგალითად: როდესაც საფრანგეთის რევოლუცია მოხდა, მთელ ევროპაში გავრცელდა ჭორები, რომ ის მასონებმა დაგეგმეს. მეფეები და მათ ირგვლივ თავმოყრილი არისტოკრატები მასონებს ეჭვის თვალით უყურებდნენ და რა თქმა უნდა, ეს განწყობა ხალხშიც ვრცელდებოდა. მაგალითად: ეკატერინე მეორე მასონებს არ სწყალობდა, ხოლო როდესაც რუსეთის იმპერატორი პავლე პირველი მოკლეს, ეს ამბავი მასონებს დააბრალეს. არადა, პავლე პირველი ყველას მოძულებული ჰყავდა. უმეტესობას მიაჩნდა, რომ ის ქვეყანას ტირანიისკენ მიაქანებდა, ამიტომ, პეტერბურგის იმდროინდელი საზოგადოება მის სიკვდილს სიხარულით შეხვდა. შესაძლოა, მის მკვლელებს შორის მასონებიც იყვნენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მათ დაგეგმეს და ჩაიდინეს… იხილეთ სრულად

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი