ორშაბათი, მაისი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებამართალია ხიდს „პომპეუსის ხიდად“ მოიხსენიებენ, მაგრამ ის პომპეუსამდეც არსებობდა - მცხეთის შესასვლელში

მართალია ხიდს „პომპეუსის ხიდად“ მოიხსენიებენ, მაგრამ ის პომპეუსამდეც არსებობდა – მცხეთის შესასვლელში

პომპეუსის ხიდი, რომელსაც მოგვთა ხიდსაც უწოდებენ, მცხეთის შესასვლელში, მდინარე მტკვარზე არსებული გადასასვლელი ხიდის აღმოსავლეთით, 100 მეტრში მდებარეობს. ხიდს მდინარე ფარავს და მხოლოდ მაშინ ჩანს, როცა მტკვრის დონე დაიწევს.
მართალია ხიდს „პომპეუსის ხიდად“ მოიხსენიებენ, მაგრამ ის პომპეუსამდეც არსებობდა. ამ ხიდს უნდა ემუშავა სავარაუდოდ ძვ.წ.IV-III საუკუნეებიდან, როდესაც ვაჭრობამ საერთაშორისო ხასიათი მიიღო. მცხეთა ამ საერთაშორისო სავაჭრო გზების გზაგასაყარზე მდებარეობდა, რაზეც არა მხოლოდ ქართული, არამედ უცხოური წყაროებიც იუწყებიან. მცხეთის ხიდთან იყრიდა თავს ამიერკავკასიის მთავარი გზები – დარიალის ხეობიდან საქართველოს სამხრეთ საზღვრამდე და შავი ზღვიდან კასპიის ზღვის სანაპირომდე.
ძველი წელთაღრიცხვით 65 წელს, მცხეთა და მტკვარზე გადებული ხიდი ქართლის მეფე არტაგსა და რომაელ სარდალ გნეუს პომპეუსს შორის ბრძოლის ასპარეზი გახდა. რომაელი ისტორიკოსის დიონ კასიუსის მიხედვით, ქართლის მეფე არტაგმა დროის მოგებისთვის პომპეუსს ელჩები გაუგზავნა და მეგობრობა შესთავაზა. პომპეუსი ზავზე დათანხმდა, მაგრამ როგორც ჩანს, გამჟღავნდა არტაგის საბრძოლო მზადების შესახებ, რის გამოც ძველი წელთაღრიცხვით 65 წლის გაზაფხულზე, პომპეუსი არტაგს არმაზციხესთან მოულოდნელად თავს დაესხა. ქართლის მეფემ სამეფო რეზიდენცია უბრძოლველად დატოვა, მცხეთაში გადავიდა და მტკვარზე ხიდი დაწვა. რომაელებმა არმაზციხე აიღეს. არტაგმა კვლავ ითხოვა ზავი, ხიდიც აღადგინა და რომაელებისათვის სურსათიც გაიღო. პომპეუსმა ამით ისარგებლა, მტკვარზე გადავიდა და მდინარე არაგვის ხეობას აჰყვა. ქართველები დამარცხდნენ და არტაგი იძულებული იყო ისევ განეახლებინა საზავო მოლაპარაკება.
ძველი წელთაღრიცხვით III საუკუნის ბოლოს, ქართლის ხიდის ყურში (იგივე პომპეუსის ხიდი) ქართლის მეფე ფარნაჯომსს სპარსეთიდან ჩამოყვანილი მოგვები დაუსახლებია. სწორედ მათგან მიიღო ამ ადგილმა სახელწოდება „მოგვთაკარი“, ხოლო ხიდმა – „მოგვთა ხიდი“.
V საუკუნეში, ირანელებთან ბრძოლის დაწყების წინ, ვახტანგ გორგასალს ხიდი შეუკეთებია და 60 მახარით გაუფართოვებია.
XVIII საუკუნეში, ხიდის მოვლა მცხეთელ აზნაურებს – გედევანიშვილებს დაევალათ, მათ უფლება მიეცათ, შრომის საფასურად სახიდე გადასახადი აეკრიფათ. XIX საუკუნეში მძიმე ტრანსპორტის განვითარებასთან ერთად პომპეუსის ხიდის გამოყენება სახიფათო გახდა, ამიტომ ძველი ხიდი დაანგრიეს და მის ადგილას 1839 – 1841 წლებში მაღალი ოთხმალიანი ქვის თაღოვანი ხიდი ააშენეს, რომელმაც მხოლოდ 85 წელი იარსება. 1926 წელს, ზაჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით გაკეთდა ჯებირები, რის გამოც პომპეუსის ხიდი წყლით დაიფარა და მის მაგივრად დასავლეთით აშენდა ახალი, რკინის სამ მალიანი ხიდი.
……………………………………
The Pompeus Bridge, also known as The Magi Bridge, is located in hundred meter distance in the East of existing bridge over the river Mtkvari. The Pompeus Bridge is covered by the river and can be seen only when the level lowers down.
Even though the bridge is known as “Pompeus Bridge” it existed before Pompeus. The bridge might have been operational presumably since III-IV centuries B.C. when trade became on international level. Mtskheta was located on the junction of international trade corridor which is reported in Georgian and foreign sources. The main gateways of inner Caucasia were accumulated at the Mtskheta bridge – from Dariali gorge to Southern Georgian border and from Black Sea to the shores of Caspian Sea.
In Year 65, Mtskheta and the bridge over Mtkvari became the battlefield between Artag the King of Kartli and the Roman Commander Gneus Pompeus. According to the Roman historian Dion Kasius, in order to gain some time the King of Kartli Artag sent the ambassadors to Pompeus and offered the friendship. Pompeus accepted the armistice however Artag’s military preparations were divulged and in spring of 65 B.C. Pompeus launched unexpected attack on Artag across the Armazi bastion. The King of Kartli left the Royal Residency without battle, went to Mtskheta and burnt the Bridge on river Mtkvari. The Romans conquered Armazi bastion. Artag resent for armistice, restored the Bridge and provided some food assistance to Romans. Pompeus took advantage of this situation, crossed Mtkvari and went along the river Aragvi gorge. Georgians were defeated and Artag was forced to renew the armistice negotiations.
By the end of III, the Kartli King Farnajom settled the Persian Magis at the edge of Kartli Bridge (aka Pompeus Bridge). Herefrom established the names of the location “Magiplace” and the Bridge – “Magis Bridge”.
In V century, right before the battle with Iranians, the King Vakhtang Gorgasali repaired the Bridge and expanded it with 60 makhari.
In XVIII century, the noblemen Gedevanishvili from Mtskheta looked after the Bridge and they were entitled to collect the bridge tax. In XIX century along the development of heavy transport, the use of Pompeus Bridge became unsafe, so they destroyed the old Bridge and in its place in years 1839-41 built high four-layer arched stone bridge, which lasted only for 85 years. In 1926, in relation to the Zahesi construction were made the dams and hence the Pompeus Bridge was covered by the water and instead was built the new three-layer iron bridge.
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  დარღვევისთვის მძღოლი პირველივე შემთხვევაში დაჯარიმდება 1000 ლარით
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი