ხუთშაბათი, იანვარი 8, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიFace-ამბები„მამა გაბრიელს შევთხოვე, ეს ურთიერთობა დალოცე-თქო… რამდენიმე წუთიც არ იყო გასული,...

„მამა გაბრიელს შევთხოვე, ეს ურთიერთობა დალოცე-თქო… რამდენიმე წუთიც არ იყო გასული, რომ კარლომ სწორედ ეკლესიის ეზოში ამიხსნა სიყვარული“ – მარიამ შარმანაშვილი

იტალიური კინოს ლეგენდის, სოფი ლორენის ვაჟი – კარლო პონტი და მარიამ შარმანაშვილი ოფიციალურად დაოჯახდნენ

მოგეხსენებათ, წყვილმა გრანდიოზული ქორწილი 26 ივლისს თბილისში, ქართული ტრადიციების სრული დაცვით გადაიხადა.

მარიამ შარმანაშვილი გადაცემის „შაქრით თუ უშაქროდ“ სტუმარი იქნება, სადაც თავისი და კარლოს სიყვარულის ამბავს კიდევ ერთხელ მოუყვება საზოგადოებას. გადაცემა ეთერში 26 ოქტომბერს გავა, მანამდე კი ანონსიდან  საინტერესო მონაკვეთს შემოგთავაზებთ.

როგორც მარიამი გვიმხელს, მან მამა გაბრიელს სთხოვა ურთიერთობის საწყის ეტაპზე სწორი გზა ეჩვენებინა მისთვის, რათა გამორკვეულიყო.

მართლაც მოხდა სასწაული და კარლო პონტიმ სწორედ მამა გაბრიელის საფლავის მოლოცვის შემდეგ, ეკლესიის ეზოში აუხსნა მას სიყვარული და განამტკიცა მათი ურთიერთობა.

„პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდია, როდესაც ასეთი ლეგენდის ოჯახის წევრი ხდები. მახსოვს მაშინ მამა გაბრიელს შევთხოვე, რომ თუ უფლის ნება არის ეს ურთიერთობა დალოცე-თქო და გამომარკვიე. რამდენიმე წუთიც არ იყო გასული, რომ კარლომ სწორედ ეკლესიის ეზოში ამიხსნა სიყვარული“, – ამბობს მარიამ შარმანაშვილი.

ასევე ნახეთ: „მარტივი რიტუალი პრობლემებისგან თავის დასაღწევად…“ – რას გვირჩევს ასტროლოგი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  "ახალგაზრდას ჰგონია, უსაფრთხო ნარკოტიკს ყიდულობს. მასში შეიძლება ისეთი ნივთიერება იყოს დამატებული, რომ უეცარი სიკვდილი, კომა, ჰალუცინაციები, ფსიქიკის შეცვლა გამოიწვიოს"
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი