პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„მალე ჩამოვალ, მივალ საპატრიარქოშიც, თავად გადავწყვეტ, რა და როგორ ვისაუბრო“ – პეტრე...

„მალე ჩამოვალ, მივალ საპატრიარქოშიც, თავად გადავწყვეტ, რა და როგორ ვისაუბრო“ – პეტრე კოლხის მორიგი მიმართვა

დეკანოზი პეტრე კვარაცხელია მორიგ მიმართვას ავრცელებს და წერს, რომ როგორც კი ქვეყანაში დაბრუნდება, საპატრიარქოში მისვლას გეგმავს.

„მრავალ მირქმას, უფალმა გულში მიგირქვათ, ვისაც ნამდვილად სწამს და სჯელა უფლის სამართლიანობის….

კიდევ ერთხელ უსაზღვრო მადლობა ამდენი წერილისთვის და მხარდაჭერისთვის…

ჩვენ არ ვართ ერთმანეთის მტრები, მშვიდობა და სიხარული ყველას!..

და კიდევ, ძალიან გთხოვთ, ნუ დამირეკავთ ჟურნალისტები, რისი თქმაც შემეძლო, გითხარით.

მალე ჩამოვალ, მივალ საპატრიარქოშიც, მერე თავად გადავწყვეტ, რა და როგორ უნდა ვისაუბრო…

კარგად იცით, არც საუბარი მეშლება, წერა-კითხვაც ჩემი მოგონილია!..

ნურც აეროპორტში დამხვდებით, დამხვდებიან ჩემი შვილები და ესეც საკმარისია!..

მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ თ !..“, – წერს მამა პეტრე.

საპატრიარქოს სინოდალური კომისია დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასთვის ყოველგვარი მღვდელმოქმედების დროებით შეჩერებას ითხოვს. ეს გადაწყვეტილება კომისიამ გუშინ, 13 თებერვლის სხდომაზე მიიღო.

  "...თითზე დანა დამადო და მითხრა, თუ იმას არ გავაკეთებდი რაც უნდოდა, თითს მომაჭრიდა... მერე სასაფლაოზე ამიყვანა " - მარტა ბარამიძის ტრაგიკული ისტორია
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი