ორშაბათი, იანვარი 5, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებამადლიერნი ვართ ღვთისა, რომ ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისათვის მნიშვნელოვან ჟამს ასეთი გამორჩეული,...

მადლიერნი ვართ ღვთისა, რომ ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისათვის მნიშვნელოვან ჟამს ასეთი გამორჩეული, მადლმოსილი და ძლიერი მწყემსმთავარი გვარგუნა-საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

მადლიერნი ვართ ღვთისა, რომ ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისათვის მნიშვნელოვან ჟამს ასეთი გამორჩეული, მადლმოსილი და ძლიერი მწყემსმთავარი გვარგუნა, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ მისალოც წერილში, რომლითაც ილია II-ს დაბადების დღეს ულოცავენ.

“მის უწმინდესობასა და უნეტარესობას დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავთ დაბადებიდან 93-ე წელს.

იგი თავისი ცხოვრებითა და ღვაწლით ჭეშმარიტი მაგალითია ქრისტეს რწმენის ერთგულებისა და სათნოებებისა.

მადლიერნი ვართ ღვთისა, რომ ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისათვის მნიშვნელოვან ჟამს ასეთი გამორჩეული, მადლმოსილი და ძლიერი მწყემსმთავარი გვარგუნა.

ინებოს უფალმა, რომ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას კიდევ დიდხანს ეწინამძღვროს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ქრისტეს ჭეშმარიტებისა და ქართველი ერის სულიერად განმტკიცებისკენ სავალ გზაზე”, – აღნიშნულია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ მისალოც წერილში.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  თავად ვუტარებ ქირურგიულ ოპერაციას საკუთარ თავს, ფიზიკურ თუ სულიერ დონეზე - ნინო ბაშარული
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი