ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებალიკა კუჭუხიძე ავარიის დღეს იხსენებს: „ბევრს ჰქონია, რომ ქორწილი იყო და ვგონკაობდით,...

ლიკა კუჭუხიძე ავარიის დღეს იხსენებს: „ბევრს ჰქონია, რომ ქორწილი იყო და ვგონკაობდით, ვხედავ ხოლმე რაღაც სტატუსებს, მსგავსი არაფერი ყოფილა, 25-ში ჩემი მეუღლე მეჯვარე უნდა ყოფილიყო“

სამტრედია–აბაშის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გადარჩენილი ლიკა კუჭუხიძე ნოე სულაბერიძის გადაცემის სტუმარია.

ლიკამ იმ  ტრაგედიის შესახებ ისაუბრა, რამაც რამდენიმე თვის წინ სრულიად საქართველო შეძრა. შეგახსენებთ, რომ ლიკას მეუღლე აბაშაში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა.

„ბევრს ჰქონია, რომ ქორწილი იყო და ვგონკაობდით, ვხედავ ხოლმე რაღაც სტატუსებს, მსგავსი არაფერი ყოფილა, 25-ში ჩემი მეუღლე მეჯვარე უნდა ყოფილიყო. წინა დღეს გავაწყვეთ მანქანა, ძალიან ბედნიერები ვიყავით. ბაჩო სულ იძახდა, რომ აი ამ ქორწილში სასწაული მოხდება, რაღაც მაგარი მოხდებაო – ამას იძახდა. მოკლედ გავაწყვეთ მანქანა და მოვდიოდით. მახსოვს, რომ ბაჩომ დაიყვირა, ბიძია ეს რას შვრებაო…რომ ავიხედე მაღლა, წინიდან მანქანა იყო… ყველაფერი განათდა და სავარაუდოდ, ამ დროს მოხდა შეჯახება. მერე არაფერი არ მახსოვს, ყველაზე მძიმედ ვყოფილვარ მე, ჩემს სიკვდილს ელოდნენ ისე მძიმედ ვიყავი.“ – იხსენებს ტრაგედიის დღეს ლიკა კუჭუხიძე.

  გარემოს დაბინძურებაზე სანქციები მთელ საქართველოში გამკაცრდება
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი