კვირა, აპრილი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისოციალური თემებიბიზნესილარში სესხები გაიაფდა - რა ღირს საბანკო პროდუქტები საქართველოში

ლარში სესხები გაიაფდა – რა ღირს საბანკო პროდუქტები საქართველოში

2023 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით სესხებზე საპროცენტო განაკვეთები შემცირდა. კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, ნოემბერში სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 13,69% იყო, დეკემბერში კი ეს მაჩვენებელი – 12,94%-მდე შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის დეკემბერში კლება უფრო მეტად ლარში აღებულ კრედიტებს შეეხო. კერძოდ, სებ-ის მონაცემებით, დეკემბერში საპროცენტო განაკვეთები ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე ნოემბერთან შედარებით, 16,11%-დან 15,32%-მდე შემცირდა. მათ შორის იურიდიულ პირებზე გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთებმა 13,14%-დან 12,94%-მდე დაიკლო, ხოლო ფიზიკური პირებისთვის 17,70%-დან 17,23%-მდე.

სებ-ის მონაცემებზე დაყრდნობით, გთავაზობთ როგორია შინამეურნეობებისთვის გაცემულ სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი (2023 წლის დეკემბრის სტატისტიკა):

  • იპოთეკურ სესხები – 11.27% (ნოემბერი – 11.47%);
  • ავტოსესხი – 23.43 % (ნოემბერი – 25,97%);
  • ლომბარდული სესხი – 15.55 (ნოემბერი – 16.52%);
  • სამომხმარებლო სესხი – 17.89 % (ნოემბერი- 18.33%);
  • სამომხმარებლო სესხი – უზრუნველყოფილი – 13.24% (ნოემბერი – 13.33%);
  • სამომხმარებლო სესხი – არაუზრულველყოფილი – 19.53% (ნოემბერი – 19.78 %).

აღსანიშნავია, რომლარში გაცემული სესხებისგან განსხვავებით, გაიზარდა საპროცენტო განაკვეთები უცხოურ ვალუტაში გაცემულ კრედიტებზე. კერძოდ, სებ-ის სტატისტიკით, 2023 წლის დეკემბერში უცხოურ ვალუტაში კრედიტებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთები 9,01%-ს შეადგენდა, ამავე წლის ნოემბერში – 8,58%-ს. ამასთან, იურიდიულ პირებზე გაცემულ სესხებზე განაკვეთმა წლიურად 9,11%-დან 9,52%-მდე, ხოლო ფიზიკურ პირებზე 6,78%-დან 7,31%-მდე მოიმატა.

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba #shenihoroskopi

  „თეგეტა მოტორსი“ გარემოს დასაცავად - კოლაბორაცია ბრენდ „ადამიანთან“
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი