სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ის მიერ 2025 წლის 6 ივლისს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სამხრეთ კორეა შეერთებული შტატებისგან დამატებით 36 AH-64E Apache Guardian ტიპის საბრძოლო შვეულფრენის შეძენას გეგმავს. ახალი შენაძენი ასახავს სეულის ვალდებულებას, გააფართოვოს თავისი მოწინავე საბრძოლო შველფრენების შესაძლებლობები რეგიონული უსაფრთხოების მზარდი გამოწვევებისა და ჩრდილოეთ კორეის სამხედრო პოზიციის შესახებ მზარდი შეშფოთების ფონზე
სამხრეთ კორეის სამხედროები ამჟამად სპეციალიზებული დამრტყმელი შვეულფრნებეის ფართო სპექტრს იყენებენ, მათ შორის 36 AH-64E Apache Guardian ტიპის შვეულფრენი და 55 AH-1F Cobra ტიპის საბრძოლო შვეულფრენს.
2016-2017 წლებში მიწოდებული AH-64E Apache ტიპის საბრძოლო შვეულფრენები სამხრეთ კორეის შეიარაღებაში ყველაზე თანამედროვე და მძლავრ მოირიშე შვეულფრენებს წარმოადგენენ, რომლებიც აღჭურვილია მოწინავე დამიზნების სისტემებით, შორ მანძილზე ზუსტი მართვადი საბრძოლო მასალით და გაუმჯობესებული საბრძოლო კომუნიკაციებით.
ამის საპირისპიროდ, AH-1F Cobras, რომლებიც რამდენიმე ათწლეულის წინ გამოვიდა, მოძველებული მანქანებია , რომლებსაც შეზღუდული სიცოცხლისუნარიანობა და თანამედროვე სტანდარტებით მოძველებული ავიონიკა აქვთ. ასაკის მიუხედავად, Cobra-ები კორეის საჰაერო ძალებში მსახურობენ მანამ, სანამ სრულად არ ჩანაცვლდება.