ვენის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა მოსტაფა კიანი შახვანდიმ და ციურიხის ტექნოლოგიური ინსტიტუტის თანამშრომელმა ბენედიქტ სოიამ დაადგინეს, რომ გლობალური დათბობის გამო დედამიწა უფრო ნელა ბრუნავს, რის გამოც დღე-ღამის ხანგრძლივობა უპრეცედენტოდ სწრაფად იზრდება.
მათი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ამჟამად დღე-ღამე საუკუნეში დაახლოებით 1,33 მილიწამით გრძელდება. მისი ხანგრძლივობა მუდმივად იცვლება, თუმცა მეცნიერების მტკიცებით, დედამიწის ბრუნვის სიჩქარე თითქმის ისევე სწრაფად, როგორც 2000-დან 2020 წლამდე პერიოდში, მხოლოდ ერთხელ – დაახლოებით 2 მილიონი წლის წინ შეიცვალა.
მეცნიერებმა ბოლო 3,6 მილიონი წლის მონაცემები გააანალიზეს. მკვლევრების თქმით, ცვლილებების მიზეზი პოლარული ყინულის დნობაა, რის გამოც წყლის დიდი მასები ეკვატორთან ახლოს და პლანეტის ღერძიდან უფრო შორს გადაადგილდება, რაც მის ბრუნვას ანელებს. კვლევის ავტორები მიუთითებენ, რომ ჩვენთვის შეუმჩნეველმა დღე-ღამის ხანგრძლივობის მილიწამებით ცვლილებამ შესაძლოა გამოიწვიოს ხარვეზები იმ სისტემების მუშაობაში, რომლებიც დროის ზუსტ ათვლას მოითხოვენ – მაგალითად, როგორიცაა GPS-ნავიგაცია.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). კლიმატის ცვლილება დედამიწის ბრუნვას ანელებს და დღე-ღამის ხანგრძლივობას ზრდის⏱️. 17 მარტი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/კლიმატის-ცვლილება-დედამი/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · დასუფთავება
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · IT / ტექნოლოგიები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-29T11:06:35+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
