შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიშემთხვევაკრიმინალი/შსსკაცის წამებით მკვლელობის საქმეზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

კაცის წამებით მკვლელობის საქმეზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, დამამძიმებელ გარემოებებში, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 8 აგვისტოს, ქალაქ ლანჩხუთში ბრალდებულმა დაზარალებული თოკით გაკოჭა, რის შემდეგაც ბლაგვი და ბასრი საგნების გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 9 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “მ” ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა”, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

  შსს-მ „ნიკორას“ მოლარე და კიდევ პირი დააკავა, რომლებიც ფინანსური სარგებლის მიზნით, მომხმარებელთა ბარათის მონაცემებს უნებართვოდ იყენებდნენ
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი