ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმიკარგი ექიმების სიმცირეს მთელი მსოფლიო განიცდის, თუმცა საქართველოში კატასტროფული მდგომარეობაა, რადგან სულ...

კარგი ექიმების სიმცირეს მთელი მსოფლიო განიცდის, თუმცა საქართველოში კატასტროფული მდგომარეობაა, რადგან სულ უფრო მცირდება კვალიფიციური ექიმების რაოდენობა” – გიორგი ფხაკაძე გადაცემაში „პულსი“

19 აპრილს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სტუმრობდა, რომელმაც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმირებულობის მნიშვნელოვნებაზე ისაუბრა.

– ბატონო გიორგი, რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების განათლება და  ინფორმირებულობა ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესებისთვის, რა საფრთხეს უქმნის ინფოდემია ზოგადად მსოფლიოს და კონკრეტულად საქართველოს?

– როცა საუბარია სწორ ინფორმაციაზე, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ მისი წყარო – ვინ ამბობს, ვინაა ის ადამიანი და რა დგას მის უკან, ანუ ყოველთვის უნდა ვეძებოთ ინფორმაციის პირველწყარო. სამწუხაროდ, პანდემიის დროს, ინფოდემიამ უფრო მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ვიდრე თვითონ ვირუსმა, რაშიც ექიმების დანაშაულიცაა, რადგან არ გვქონდა სწორი კომუნიკაცია მოსახლეობასთან. საუბედუროდ, ჩვენთვის არავის უსწავლებია მოქალაქეებთან საუბარი და მათთვის საინტერესო თემების მარტივ ენაზე ახსნა.

სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ 18-20 აპრილს ჯანდაცვის სამინისტროსა და დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით, საქართველომ ORPHEUS-ისყოველწლიურ კონფერენციას უმასპინძლა. ბედნიერი ვარ, რომ ამ დღეებში თბილისი უმაღლესი სამედიცინო განათლების სადოქტორო პროგრამების დედაქალაქად იქცა, რადგან  პროფესორები და სამედიცინო უნივერსიტეტების წარმომადგენლები თითქმის მთელი მსოფლიოდან გვეწვივნენ. სწორედ კომუნიკაციის, ინფორმაციის მარტივ და გასაგებ ენაზე მიწოდების პრობლემები განვიხილეთ კონფერენციაზე.

– ბრწყინვალედ შეძელით პანდემიის დროს მოსახლეობის ინფორმირება. რა არის მთავარი ადამიანებთან ურთიერთობისას?

– სოციალურ მედიაში საქმიანობის სოლიდური გამოცდილება მაქვს და სავარაუდოდ, სწორედ ეს გამოცდილება დამეხმარა, მოსახლეობას ყოველთვის მისთვის მისაღებ, გასაგებ ენაზე ვესაუბრებოდი და როგორც ჩანს, ეს აღმოჩნდა ყველაზე ეფექტური. ზოგჯერ პუბლიკის ყურადღების მისაქცევად უხეშობის გამოყენებაც ამართლებს. მაგალითად, უზარმაზარი პოპულარობა მოიპოვა ჩემმა გამოთქმამ, როცა გაბრაზებულმა ვთქვი, „ყველას თავში ქვა გიხლიათ-მეთქი“. სრულად

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  „რა წამსაც ეთერში აღარ ვიყავი, ტელეფონი გაჩუმდა… ჩემს ამ მდგომარეობას ვეძახდი: „მაიას არავინ არ სწერს“ – 3-წლიანი პაუზის შემდეგ მაია ასათიანი „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში“ გამოჩნდება
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი