ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedკანდელაკს და კიდევ 6 პირს პატიმრობა შეუფარდეს

კანდელაკს და კიდევ 6 პირს პატიმრობა შეუფარდეს

ბრენდირებული ალკოჰოლის არალეგალური წარმოების ბრალდებით დაკავებულ გიორგი კანდელაკსა და კიდევ 6 პირს აღკვეთო ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.

გადაწყვეტილება მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა მიიღო.

ისინი 17 სექტემბერს დააკავეს.

დაკავებულებს შორის არიან გორელი ბიზნესმენი და მოკრივე გიორგი კანდელაკი და გორის საკრებულოს წევრი ბორია გოგიჩაიშვილი.

ასევე დაკავებულია ბიზნესმენ გიორგი ჯალაბაძის ძმა, ქართლოს ჯალაბაძეც.

საერთოდ შეხება არ მაქვს ამ ყველაფერთან. ამ ხალხს საერთოდ არ ვიცნობ. საიდან არიან ჩემი ჯგუფის წევრები? სასწაული კონცერტი დადგეს, – ამის შესახებ დაკავებულმა ბიზნესმენმა, ყოფილმა მოკრივემ, გიორგი კანდელაკმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მან ისაუბრა, რა გარემოებაში დააკავეს.

„საერთოდ რა ხდება, ვერ ვხვდები. გუშინ თუ გუშინწინ, [გორის საკრებულოს წევრის, ბორის გოგიჩაიშვილის] ოჯახის წევრებმა მთხოვეს, ადვოკატი ჩამეყვანა თბილისში…. სამჯერ გამომაგდეს ეზოდან, ველოდე, ველოდე ადამიანი ცუდად არის-მეთქი, ვამბობდი. წადი ნუ ხმაურობო, პატრულსაც უნდა გამოუძახონო. მერე მითხრეს, ერთ-ერთ უფროსს შენთან გასაუბრება უნდა, ბორისსაც განახებთო, ავედი ზემოთ. კამათში და შეკამათებაში ეს მოხდა. საერთოდ შეხება არ მაქვს ამ ყველაფერთან, ამ ხალხს საერთოდ არ ვიცნობ. საიდან არიან ჩემი ჯგუფის წევრები? სასწაული კონცერტი დადგეს“, – განაცხადა კანდელაკმა.

აღსანიშნავია, რომ გიორგი კანდელაკის წინააღმდეგ საქმეში სწორედ გორის საკრებულოს დაკავებული წევრის ბორის გოგიჩაიშვილის ჩვენება დევს. ამის შესახებ დღევანდელ პროცესზე გოგიჩაიშვილის ადვოკატმა ისაუბრა, რომელმაც ასევე, ბორის გოგიჩაიშვილის ჯანმრთელობის გათვალისწინებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის, სასამართლოს 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენება შესთავაზა.

„ბატონი ბორისი უმძიმესი დაავადებით და დიაგნოზით არის წარმოდგენილი. მისი კოგნიტური ფუნქციები მნიშვნელოვნადაა შეზღუდული. სახეზე იყო სავალდებულო დაცვის უფლება… ბორის გოგიჩაიშვილმა სრულყოფილად საკუთარი საცხოვრებელიც ვერ გაიხსენა. ის ღამის 2 საათზე, ადვოკატის გარეშე გამოიკითხა. მისი ჩვენებიდან ახლა შემიძლია ნებისმიერი აბზაცი წავიკითხო და ვთხოვო მას, აბა თუ გაიმეორებს. სწორედ მისი გამოკითხვის ოქმი დაედო გიორგი კანდელაკის ბრალდებას.

ბორის გოგიჩაიშვილის ჩვენება არის ერთადერთი, რაც კანდელაკის წინააღმდეგაა.

  „გთხოვთ წაიკითხოთ და გააზიაროთ“

ერთადერთი მტკიცებულება საქმეში ამ ორ პირს შორის გაგზავნილი ფოტოსურათია, რომელიც ერთ-ერთ ალკოჰოლურ სასმელს ასახავდა, თითქოს, ის გაყალბებული იყო.

რაც შეეხება გიორგი ბიბილაშვილს, ის ქარხანაში მუშად მუშაობდა.

ალექსანდრე კურტანიძე სხვადასხვა ხელშეკრულებებს აფორმებდა“, – განაცხადა ბორის გოგიჩაიშვილის ადვოკატმა თამარ კუჭავამ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ამოღებული უაქციზო სასმელების და სიგარეტების სარეალიზაციო ღირებულებამ, შესაძლოა, მილიონობით ლარი შეადგინოს.

გამოძიება სსკ-ს 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მე-200 მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის ზომად თავისუფლების 7-დან 10 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა 2022 წლიდან, ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნეს.

მათ ქალაქ გორში იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე მოწყობილი ჰქონდათ დანაშაულის ჩასადენად გამოსაყენებელი ინფრასტრუქტურა და სრული ტექნიკური აღჭურვილობა, სადაც სისტემატურად ახორციელებდნენ აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ალკოჰოლური სასმელების – ვისკისა და არყის აქციზური მარკის გარეშე დამზადებასა და შენახვას, მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

დაკავებულები არიან: გიორგი კანდელაკი, ბორის გოგიჩაიშვილი, თენგიზ გულორდავა, ალეკო კურტანიძე, ქართლოს ჯალაბაძე, გიორგი ბიბილაშვილი, გიორგი ქავთარაძე.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი