ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიიცოდით, რატომ არ შეიძლება დღეში 5–ზე მეტი მანდარინის მირთმევა?

იცოდით, რატომ არ შეიძლება დღეში 5–ზე მეტი მანდარინის მირთმევა?

მანდარინი მდიდარია მინერალებით, ვიტამინებით და უჯრედისით. მანდარინი აძლიერებს იმუნიტეტს, მხარს უჭერს ნაწლავების ჯანმრთელობას და აფერხებს სიმსივნესაც. ამის მიუხედავად, დიეტოლოგები არ გვირჩევენ დღეში 5–ზე მეტი ციტრუსის ჭამას. მაგრამ რატომ?

ხილი დიდი რაოდენობით ფრუქტოზას შეიცავს. თუ ძალიან ბევრ მანდარინს მიირთმევთ, შეიძლება მიიღოთ შაქრიანი ნივთიერებების დიდი დოზა, რაც ღვიძლზე უარყოფითად იმოქმედებს.

ხილით გატაცება არ ღირს, თუ ხართ ალერგიული ან გაწუხებთ გასტრიტი. რეკომენდებული არაა ციტრუსის მიღება დილით, ცარიელ კუჭზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, წვენში შემავალი მჟავები კუჭ–ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანებას გამოიწვევს. უჯრედისის გადაჭარბებული მიღებაც კარგი იდეა არაა: მისი ჭარბი რაოდენობა გამოიწვევს შებერილობას და მეტეორიზმს.

მანდარინის რეკომენდებული რაოდენობა დღეში – მაქსიმუმ 4–5.

მანდარინის კვებითი ღირებულება 100 გრამ პროდუქტზე:

კალორიული შემცველობა – 53 კკალ;
ცხიმები – 0, 31 გ;
ცილები – 0, 81 გ;
ნახშირწყლები – 13, 34 გ;
წყალი – 85, 17 გ;
ნაცარი – 0, 38 გ.

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba

  დღეში 20 წუთი მზეზე ყოფნა საკმარისია! - ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი გვირჩევს
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი