სვეტიცხოვლის კედელზე გამოსახული ყველაზე უცნაური წმინდანი, რომელსაც ძაღლის თავი აქვს. ამ ვიდეოში მის ისტორიას გიამბობთ.
იცით თუ არა, რომ სვეტიცხოვლის კედელზე თქვენ შეამჩნევთ ყველაზე უცნაურ წმინდანს. კედელზე გამოსახულია წმინდა ქრისტეფორე, რომლის მოღვაწეობა გარკვეუწილად ბურუსით არის მოცული, მასზე ორი ლეგენდა ვრცელდება.
ერთი ვერსიის თანახმად, მას ქრისტიანად მოქცევამდე რეპრევი ერქვა და ზორბა ტანისა იყო. იგი მდინარის გადაკვეთაში ხალხს ეხმარებოდა.
ერთხელ პატარა ბიჭმა სთხოვა წყალზე გადაყვანა, რეპრევმა შეისვა ბავშვი მხრებზე და წყალში შევიდა, მაგრამ მოულოდნელად ისეთი სიმძიმე იგრძნო, რომ შეეშინდა და შეყოყმანდა. ბავშვმა კი უთხრა, რომ არავითარი საფრთხე არ ელოდათ. სინამდვილეში ეს მაცხოვარი იყო ბავშვის სახით კაცობრიობის ცოდვის ტვირთით დამძიმებული მეორე ნაპირას მან რეპრევი მონათლა და ქრისტეფორე უწოდა, რაც ქრისტეს მატარებელს ნიშნავს.
მეორე ვერსიის მიხედვით, ერთხელ რომის იმპერატორმა დეკიუსმა ბრძანა, მისთვის მიეგვარად ქრისტეფორე. იგი უსიტყვოდ დაჰმორჩილდა ბრძანებას შესასრულებლად გამოგზავნილ 200 მხედარს, გზად კი სასწაულებს აღსრულებდა. სასწაულების ხილვით გაოგნებულმა მეომრებმა კი ირწმუნეს ქრისტე და მოინათლნენ ანტიოქიის ეპისკოპოს ბაბილას მიერ. მაშინ იმპერატორმა ორი მეძავი მიუჩინა წმინდანს და უბრძანა, კვლავ წარმართობისაკენ მოექციათ იგი. მაგრამ მან ქალები თავად მოაქცია ქრისტეს რჯულზე და იმპერატორმა წამებით მოაკვლევინა ქალებიცა და ის 200 მხედარიც.
ქრისტეფორე კი გახურებულ ღუმელში ჩააგდეს, თუმცა ცეცხლმა არ დაწვა. ბოლოს კი მას თავი მოკვეთეს. მაგრამ რატომ გამოსახვდნენ წმინდა ქრისტეფორეს ზოგჯერ ძაღლის სახით, მოსაზრებები აქ იყოფა.
ერთნი ამტკიცებენ, რომ იგი უბრალოდ ვიზუალურად იყო ძალიან არადამიანური გარეგნობის და მხეცის პირისახეს მიუგავდა.
მეორენი კი ფიქრობენ, რომ იგი ულამაზესი ჭაბუკი იყო, მაგრამ არ სურდა თავისი გარეგნობით სხვები ეცდუნებინა და უფალს შეევედრა მისთვის სახე დაემახინჯებინა.
მართლმადიდებელი ეკლესია მას ხშირად გამოსახავდა ძაღლის სახით, სანამ მე-18 საუკუნის რუსეთში ასეთი ეკონოგრაფია არ აიკრძალა, ხოლო რუსეთის მიერ საქართველოს ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ რუსებს უბრალოდ დაავიწყდათ სვეტიცხოვლის ერთ-ერთ თაღში გამოსახული ამ წმინდანის წაშლა და ასე შემოგვრჩა ეს უნიკალური ფრესკაც.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi