ბავშვობაში ვის არ უოცნებია საგანძურის პოვნაზე. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებმაც სიცოცხლე მიუძღვნეს ნამდვილი განძის პოვნას: ზოგისთვის ეს ჰობია, ზოგისთვის კი საკმაოდ რუტინული სამუშაო. ამ ხალხმა შემთხვევით მართლაც რომ ფასდაუდებელი ნივთები იპოვა:
“შუა საუკუნეების დროინდელი ოქროს ბეჭედი ვიპოვე წარწერებით”- ასეთ გრავირებულ ბეჭდებს მეგობრობის ან სიყვარულის ნიშნად აძლევდნენ. ისინი პოპულარული იყო ინგლისსა და საფრანგეთში მე-15 და მე-17 საუკუნეებში. წარწერები ლათინურ ან ფრანგულ ენებზე იყო გაკეთებული.

“არც კი მჯერა რომ ეს იმ სახლის უკანა ეზოში ვიპოვე, რომელსაც მალე დაანგრევენ”

“აბსოლუტურად განსაცვიფრებელი აღმოჩენა, რაც დღეს გავაკეთე: კელტური ოქროს ბეჭედი მონეტა”– სპილენძისა და ოქროს ბეჭდებს კელტური ტომები იყენებდნენ, როგორც ვალუტას და ხშირად ატარებდნენ ტანსაცმელზე ან თოკებით იყო მიბმული.

„ეს მედალიონი ვიპოვე უკანა ეზოში. ფოტო კერამიკაზეა დატანილი – ალბათ ამიტომაც არ არის დაზიანებული.”

“15 გრამიანი ოქროს მონეტები გრუნტინ გზაზე ამოვთხარე”



