სამშაბათი, აპრილი 1, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევები„ის თუ ორგანიზმში მოხვდა ძალიან საშიშია“ - რა არის ყველაზე საყურადღებო სახლის...

„ის თუ ორგანიზმში მოხვდა ძალიან საშიშია“ – რა არის ყველაზე საყურადღებო სახლის თუ ნაყიდ კონსერვებში და რა უნდა იცოდეთ, თუ ხშირად მიირთმევთ

სურსათის უვნებლობის ექსპერტი მარიამ ჩაჩუა გადაცემა “შუადღეში” სახლში დამზადებული და ნაყიდი კონსერვების უსაფრთხოებაზე საუბრობს და გვაძლევს რჩევებს, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ ჯანმრთელობა არ დავიზიანოთ.

„კონსერვებზე როდესაც ვსაუბრობთ, პირველ რიგში, დაავადება ბოტულიზმი გვახსენდება. ბოტულიზმი შესაძლოა, შებოლილი პროდუქტების გამოყენებამაც გამოიწვიოს. თუმცა, ვთქვათ, რატომ ვაკავშირებთ ამ დაავადებას პირდაპირ კონსერვებთან – ბაქტერია, რომელიც ბოტულიზმს იწვევს, უჟანგბადო სივრცეში მრავლდება და ტოქსინებს გამოჰყოფს. ისეთ გარემოში, როგორიც, მაგალითად, დახუფულ კონსერვშია. გარდა ამისა, ობის სოკოებიც უნდა გავითვალისწინოთ. ალბათ, კონსერვის გახსნისას თავზე გვინახავს ობი, რომელსაც მოაშორებენ ხოლმე და შემდეგ პროდუქტს ჩვეულებრივად მიირთმევენ. ეს ძალიან დიდი შეცდომაა. პირველ რიგში, რაც სახლში დამზადების დროს უნდა გავითვალისწინოთ, არის ის, რომ აუცილებლად საღი პროდუქტი გამოვიყენოთ. თითოეული ბადრიჯანი, პომიდორი, ხახვი, თუ სხვა სათითაოდ უნდა იყოს გადარჩეული. ლპობის პროცესი თუ ერთ პროდუქტში მაინცაა დაწყებული, მთელ კონსერვს გაგვიფუჭებს და ობის სოკოებიც გაჩნდება.

ძალიან ბევრი სახეობის სოკო არსებობს. 250-მდე მათგანი ტოქსინებს გამოჰყოფს, რაც ჩვენი ორგანიზმისათვის ძალიან საშიშია. მიკოტოქსინებს ყველას თავისი სამიზნე აქვს. თუ ის ჩვენს ორგანიზმში მოხვდება, ზოგი ღვიძლს აზიანებს, ზოგი თირკმელს, შეიძლება, დნმ-ს ცვლილებაც კი გამოიწვიოს. თუ ამას სისტემატური ხასიათი აქვს, წლებია, კონსერვებს მივირთმევთ და შეგვხვედრია ხშირად ობიანი პროდუქტი, ობი მოგვიშორებია, შემდეგ გაგვიგრძელებია ჭამა, ის ტოქსინები, ობის სოკოზე მეტად საშიშია. შესაძლოა, ინტოქსიკაცია მაშინვე არ გამოიწვიოს, მაგრამ დროთა განმავლობაში, ღვიძლის, თირკმელების, შარდ-სასქესო სისტემების პრობლემები შეგვიქმნას. არც გახსნის შემდეგ დაგროვილი ობის მოშორება და შემდეგ პროდუქტის მირთმევაა გამართლებული, ვერ გამოვიცნობთ, როგორი ტიპის სოკოა. არსებობს სოკოები, რომლებიც ჩვენი ორგანიზმისათვის ტოქსიკური არ არის. მაგრამ, ლაბორატორიული კვლევის გარეშე, ამას ვერ დავადგენთ. ამიტომაც, წამოდუღებას აზრი არ აქვს, მთლიანად უნდა გადავაგდოთ. სახლის კონსერვი, გახსნილ მდგომარეობაში, მაცივარში შეგვიძლია, 36 საათის განმავლობაში შევინახოთ.

ნაყიდი კონსერვების შემთხვევაში, საცობი ორივე მხრიდან მოკალული უნდა იყოს. ქილა შიგნიდან არ უნდა იყოს აჭრელებული. ლითონი ერთგვაროვანი უნდა იყოს. ასევე, არ უნდა იყოს ამობერილი. გემო, სუნი თუ აქვს შეცვლილი და არ არის დამახასიათებელი პროდუქტისთვის, არ იფიქროთ, რომ ასე უნდა იყოს“, – ამბობს სპეციალისტი.

  რატომ უნდა დაამატოთ სარეცხი მანქანის დოლურაში მარილი - საშუალება, რომელიც ძვირად ღირებულ ხსნარზე უფრო ეფექტურია

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

31 March, 2025
ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

მარტი 31, 2025
სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

მარტი 31, 2025
რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

მარტი 31, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

მარტი 31, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ქართული ვაზის ჯიშები, რომლებიც გადაშენების პირასაა და არ გვხვდება ღვინის ბაზარზე

ქართული ვაზის ჯიშები, რომლებიც გადაშენების პირასაა და არ გვხვდება ღვინის ბაზარზე

მარტი 31, 2025
რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

მარტი 31, 2025
ტურუსტული ადგილები სიდნეიში, რომლებიც იქ ყოფნისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ

ტურუსტული ადგილები სიდნეიში, რომლებიც იქ ყოფნისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ

31 მარტი 2025
ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

მარტი 31, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი