ორშაბათი, აპრილი 7, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიებიისტორიები რამ შეიძლება გამოიწვიოს დაავადება, რომლის მიზეზსაც ექიმები ვერ ხსნიან - ბერი...

ისტორიები რამ შეიძლება გამოიწვიოს დაავადება, რომლის მიზეზსაც ექიმები ვერ ხსნიან – ბერი პაისი ქადაგებებში ამ მოვლენაზე საუბრობს

ათონზე მოღვაწე ბერი პაისი სიცოცხლეშივე ცნობილი იყო თავისი ბრძნული ქადაგებებითა და სწავლებებით. ის ამბობდა:

„უფრთხილდით წყევლას!
ბევრი დაავადება, რომლის მიზეზსაც ექიმები ვერ პოულობენ, შესაძლოა წყევლამ გამოიწვიოს. რა უნდა იპოვონ ექიმებმა, წყევლა?
ერთხელ პარალიზებული კაცი მომიყვანეს. კაცი ვერ დაჯდა. მისი სხეული ხესავით იყო დაჭიმული. ერთს იგი ზურგით ეჭირა, მეორე კი უკნიდან იდგა და იკავებდა მის სხეულს. ორი მორი დავადე და საწყალი ცოტათი დაიხარა.
ვინც თან ახლდა მეუბნება: „თხუთმეტი წლის იყო ამ მდგომარეობაში რომ ჩავარდა და მას შემდეგ თვრამეტი წელი გავიდა“.

„მაგრამ როგორ დაემართა ეს? რაღაც მოხდებოდა“. აქეთ-იქით ვეძებე და აღმოვაჩინე, რომ ვიღაცამ დაწყევლა.
და რა მოხდა?

თავის სკოლაში საქალაქო ავტობუსით დადიოდა და წინა ადგილას იჯდა თურმე. ამ დროს ერთი მღვდელი და მოხუცი კაცი შემოვიდნენ და გვერდით დაუდგნენ. მაშინ ვიღაცამ უთხრა: ადექი, უფროსები დასხდნენ.
კიდევ უფრო გაიჭიმა თავის ადგილზე, ყურადღებაც არ მიაქცია მათ.
მაშინ მოხუცმა უთხრა:
„მასე გაჭიმული დარჩი და არასოდეს დაჯდე“. და წყევლამ გაჭრა.

ხედავთ, ახალგაზრდა კაცი როგორი თავხედი იყო. იფიქრა “რატომ უნდა ავდგე, რადგან ფასი გადავიხადე”.
კი, მაგრამ მერე რა, რომ გადაიხადე ხანშიშესული ადამიანი პატივსაცემია და მოხრილი დგას, შენ კი პატარა ბავშვი ხარ, თხუთმეტი წლის და ზიხარ.
– აი, რა არის, – ვეუბნები მას. – უნდა მოინანიოთ, რომ კარგად იყოთ, საჭიროა მონანიება.
საწყალი კაცი, როგორც კი გაიგო და გააცნობიერა, რატომ იყო ასე, მაშინვე მოინანია.

ცუდი, რაც დღეს ხდება, არის წყევლისგან, წყენისგან.
და როცა მთელი ოჯახი ნადგურდება, ან ერთი ოჯახიდან ბევრი ადამიანი იღუპება, თქვენ იცით, ეს ან უსამართლობის, ან მაგიის ან წყევლის გამო.

მამას ჰყავდა შვილი, რომელიც სულ დარბოდა. ერთხელ მას გაბრაზებული ეუბნება:

– ერთხელ და სამუდამოდ გაჩერდი! იმ ღამეს, როცა ბავშვი სახლში მოდიოდა, მანქანა დაეჯახა და… იქ დარჩა.
მეგობრებმა გარდაცვლილი ნახეს და სახლში შეიყვანეს.
მერე მამა მოვიდა ჩემთან ქოხში და ატირდა.
– ჩემი შვილი მოკლეს ჩემი სახლის კართან.

  როგორ იქცა მოახლე ქალბატონად - დონალდ ტრამპის დედა, რომელსაც პრეზიდენტი "ქალის ეტალონს" უწოდებს

ვეკითხები: – რა უთხარი მას?- არ ისვენებდა და ვუთხარი, ერთხელ და სამუდამოდ გაჩერდი-მეთქი. ხედავთ? ეს უთხრა და ბავშვი მკვდარი მოიყვანეს. დაე, მამამ თავი ურტყას ახლა და იტიროს… მშობლის წყევლა ყველაზე საშიშია…“.

primetime.ge

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
იბიცის განსხვავებული მხარე: ევროპის ხმაურიანი კუნძულის მშვიდი არეალი

იბიცის განსხვავებული მხარე: ევროპის ხმაურიანი კუნძულის მშვიდი არეალი

6 April, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო, „სოფლის ნობათთან“ დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

სურსათის ეროვნული სააგენტო, „სოფლის ნობათთან“ დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

აპრილი 7, 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

აპრილი 4, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

აპრილი 3, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

აპრილი 4, 2025
როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

აპრილი 4, 2025
საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

3 აპრილი 2025
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

აპრილი 4, 2025
როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

აპრილი 4, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი