პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისხვასპორტიისტორიაში პირველად, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ოლიმპიადა უმედლოდ დაასრულეს

ისტორიაში პირველად, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ოლიმპიადა უმედლოდ დაასრულეს

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 87 კგ-ში გამომსვლელი ლაშა გობაძე რეპეშაჟში დანიის სახელით მოასპარეზე ჩეჩენ ბისულტანოვთან დამარცხდა და ტურნირს უმედლოდ დაემშვიდობა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ შეჯიბრებაზე გამომსვლელი რამაზ ზოიძე (67 კგ) პირველივე ორთაბრძოლაში დამარცხდა და ისიც უმედლოდ დარჩა.

6 აგვისტოს კი 97 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა რობერტ კობლიაშვილმა, რომელმაც ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე ხასლახანაუსთან წააგო და ოლიმპიურ თამაშებს გამოეთიშა.

  გიორგი ბერიკიშვილის გზა ჭარბწონიანობიდან მოტივატორობამდე – ინტერვიუ ტრენერთან, რომელმაც საკუთარი მაგალითით ასეულობით ადამიანი შთააგონა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი