პარასკევი, აპრილი 10, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაირანიდან ნახიჩევანზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. აზერბაიჯანული მხარე იტოვებს...

ირანიდან ნახიჩევანზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. აზერბაიჯანული მხარე იტოვებს უფლებას, მიიღოს შესაბამისი საპასუხო ზომები – აზერბაიჯანის საგარეო უწყება

ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის წინააღმდეგ დრონებით თავდასხმები განხორციელდა, რის შედეგადაც ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, – აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ერთი დრონი ნახიჩევანის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის შენობას დაეცა, ხოლო მეორე – შაქარაბადის სოფელში მდებარე სკოლის შენობის მახლობლად.

„მკაცრად ვგმობთ ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიიდან განხორციელებულ დრონებით თავდასხმებს, რის შედეგადაც აეროპორტის შენობა დაზიანდა და ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განხორციელებული ეს თავდასხმა ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს და ხელს უწყობს რეგიონში დაძაბულობის ზრდას. მოვითხოვთ, რომ ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ უმოკლეს ვადაში განმარტოს საკითხი, მოგვაწოდოს ახსნა-განმარტება და მიიღოს აუცილებელი სასწრაფო ზომები, რათა თავიდან აიცილოს მსგავსი ინციდენტების განმეორება მომავალში. აზერბაიჯანული მხარე იტოვებს უფლებას, მიიღოს შესაბამისი საპასუხო ზომები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

  საცხოვრებელი აპარტამენტები, სავაჭრო სივრცეები, სპორტული და გასართობი ზონები, რესტორნები, პარკები და საზოგადოებრივი სივრცეები - „ქალაქი ქალაქში“ - დუბაიში 8,2 მილიარდ დოლარად Mercedes-Benz-ის ელიტურ საცხოვრებელ კომპლექსს ააშენებენ
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი