ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაირაკლი ყიფიანი: „ეს მიმართვა ეძღვნება კონკრეტულ უწყებას. გაძლევთ ზუსტად 14 დღეს! მე...

ირაკლი ყიფიანი: „ეს მიმართვა ეძღვნება კონკრეტულ უწყებას. გაძლევთ ზუსტად 14 დღეს! მე გამოვალ ამხელა აუდიტორიის წინაშე და ფარდას ავხდი ყველაფერს“

პოლიტოლოგი და სტრატეგიული პროცესების ანალიტიკოსი ირაკლი ყიფიანი მორიგ პოსტს აქვეყნებს.
ambebi.ge  მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ
„ეს მიმართვა ეძღვნება კონკრეტულ უწყებას. უწყებას, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რომ ახლა სწორედ მას ვესაუბრები და კიდევ უფრო კარგად იცის, რამხელა უსამართლობაში იღებს მონაწილეობას საკუთარი უმოქმედობით.
დღეს მე ვდგავარ ჩემი უდიდესი აუდიტორიის წინაშე და ვსაუბრობ პრინციპზე, რომლისთვისაც წლებია ვიბრძვით. ჩვენ არ გაგვიწევია ამხელა წინააღმდეგობა იმისთვის, რომ „სამართლიანობის აღდგენის“ 13 წლის თავზე ისევ სისტემურ ჭაობში, უსამართლობასა და ჩაკეტილი წრეების ეპოქაში ვცხოვრობდეთ. ჩვენი სიმართლე აბსოლუტურია, ფაქტები და მტკიცებულებები – ჯიუტი. ამის მიუხედავად, სისტემა ამჯობინებს დუმილს და დროის ხელოვნურად გაყვანას.
რადგან კულუარულმა, ცივილიზებულმა და სამართლებრივმა მცდელობებმა შედეგი არ გამოიღო, გადავწყვიტე, საჯაროდ დაგიყენოთ ულტიმატუმი:
გაძლევთ ზუსტად 14 დღეს!
14 დღე გაქვთ იმისთვის, რომ დაუბრუნდეთ კანონის ჩარჩოებს და აღასრულოთ სამართალი.
თუ ამ ვადის ამოწურვის შემდეგ პრობლემა არ იქნება მოგვარებული, მე გამოვიყენებ ჩემს ხელთ არსებულ ყველაზე მძლავრ იარაღს – საჯაროობას. მე გამოვალ ამხელა აუდიტორიის წინაშე და ფარდას ავხდი ყველაფერს: დავდებ ყველა ფაქტს, ყველა დოკუმენტს, გავასაჯაროებ უწყების სახელს და იმ პირთა ვინაობას, ვინც ამ უსამართლობას მფარველობს.
ის, რასაც ახლა ასე ჯიუტად გაურბიხართ, 14 დღის შემდეგ, საჯარო მხილებისა და უზარმაზარი რეზონანსის ფონზე, მაინც თქვენი გასაკეთებელი გახდება — ოღონდ მაშინ ამის აღსრულება არა 14 დღეში, არამედ 1 საათში, იძულებით და პანიკურ რეჟიმში მოგიწევთ.
ნუ დატესტავთ, სად გადის ჩემი და ჩემი აუდიტორიის მოთმინების ზღვარი. გონს მოდით და იმოქმედეთ დროულად! შეასრულეთ თქვენი პირდაპირი მოვალეობა და აღასრულეთ სამართალი მანამ, სანამ საქმეს თქვენთვის შეუქცევად წერტილამდე მიიყვანთ.“
ირაკლი ყიფიანი ! ! !
24.03.2026
  „განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პოზიციების განმტკიცება და საერთაშორისო კავშირების გაფართოება - შშ-სთან ურთიერთობა არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, მზად ვართ, აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს“-პრემიერი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი