პარასკევი, თებერვალი 27, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიირაკლი არაბულის რეკომენდაციები: როგორ შევინახოთ მწვანილი სწორად

ირაკლი არაბულის რეკომენდაციები: როგორ შევინახოთ მწვანილი სწორად

როგორ შევინახოთ მწვანილი

სურსათის უვნებლობის სფეროში გამოცდილი სპეციალისტის, ირაკლი არაბულის რეკომენდაციები:

სურსათის უვნებლობის სპეციალისტმა ირაკლი არაბულმა საკუთარ YouTube არხზე მორიგი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მაყურებელს მწვანილის სწორად შენახვის წესებს უზიარებს და განმარტავს, რატომ არის მნიშვნელოვანი ჰიგიენური ნორმების დაცვა როგორც მაცივარში, ისე ზამთრისთვის შენახვის დროს.

სპეციალისტის თქმით, მაცივარში შენახვამდე მწვანილი აუცილებლად უნდა გაირეცხოს და კარგად გაშრეს. „წინასწარ გარეცხილი მწვანილი კარგად უნდა გავამშრალოთ, შემდეგ გადავიტანოთ კონტეინერში და ისე შევინახოთ მაცივარში. ამ ფორმით შენახვა უზრუნველყოფს იმას, რომ ბაქტერიების არსებობის შემთხვევაში არ მოხდეს მათი გამრავლება, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა“, — განმარტავს ირაკლი არაბული.

მისივე რეკომენდაციით, ზამთრისთვის მწვანილის შენახვისასაც აუცილებელია სისუფთავისა და სიმშრალის დაცვა. კარგად გარეცხილი მწვანილი უნდა გაშრეს ხელსახოცის დახმარებით, რის შემდეგაც შესაძლებელია მისი ვაკუუმში მოთავსება. სპეციალისტის თქმით, ვაკუუმის აპარატის გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს ბაქტერიების გამრავლების რისკს.

ირაკლი არაბული ასევე ურჩევს მოქალაქეებს, მწვანილი ყინულის ფორმებში, წყალთან ერთად შეინახონ. ამ მეთოდით პროდუქტი ინარჩუნებს გემოვნურ თვისებებს და საჭიროების შემთხვევაში მისი გამოყენება პირდაპირ მომზადების პროცესშია შესაძლებელი.

სპეციალისტის რეკომენდაციები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ საკვების უსაფრთხოება და სწორად შენახვა ყოველდღიური ჯანმრთელობის დაცვის მნიშვნელოვანი ნაწილია.

  ის, რაც იმპორტირებული ხილ-ბოსტნეულის შესახებ უნდა იცოდეთ
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი