პარასკევი, იანვარი 30, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაილია მეორე მრევლს შობის ღამეს სანთლების დანთებისკენ მოუწოდებს

ილია მეორე მრევლს შობის ღამეს სანთლების დანთებისკენ მოუწოდებს

ხვალ, 7 იანვარს შობის ბრწყინვალე დღესასწაულია.

საპატრიარქოს ცნობით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მრევლს შეახსენებს, რომ შობის ღამეს ფანჯარაში სანთლის დანთება არ დაავიწყდეს.

მათივე განცხადებით, მორწმუნეებმა ფანჯრებთან სანთლები ღამის 12:00 საათზე უნდა დაანთონ. ამით ისინი ღვთისმშობელსა და მართალ იოსებს სიმბოლურად საკუთარ სახლში იწვევენ.

“არ დაგავიწყდეთ სანთლის დანთება ფანჯარაში. თქვენ იცით, ეს არის სიმბოლო იმის, რომ ჩვენ ვიწვევთ ჩვენს სახლებში, ბინაში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რათა ჩვენთან იშვას ქრისტე. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა”, – ბრძანა პატრიარქმა.

ილია მეორის თქმით, მრავალი განსაცდელი იყო, არის და იქნება, მაგრამ “არ უნდა შეგვეშინდეს, ღმერთი ძალიან ახლოსაა ჩვენთან”. “საგალობელი “დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო”, ეს ლოცვა კიდევ ერთხელ გვახსენებს იმის შესახებ, რომ უფალი არასდროს გვტოვებს ჩვენ. როცა გვგონია, რომ მარტო ვართ და მიტოვებული ვართ, ყველაზე ახლოს მაშინ არის მაცხოვარი ჩვენთან”, – ბრძანა უწმინდესმა.

საზეიმო წირვა ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ყველა ეკლესია-მონასტერში აღევლინება.

სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძრებში დღეს 23:00 საათიდან დაიწყება.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  თბილისის ცენტრალური საავადმყოფო აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: „კლინიკის მთავარი ექთანი“
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი