სამშაბათი, თებერვალი 11, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიებიიდუმალი გუმბათი-ჭა პორტუგალიაში, სადაც სავარაუდოდ, მასონად კურთხევის ცერემონიები იმართებოდა

იდუმალი გუმბათი-ჭა პორტუგალიაში, სადაც სავარაუდოდ, მასონად კურთხევის ცერემონიები იმართებოდა

პორტუგალიის მუნიციპალიტეტ სინტრაში მდებარეობს საოცარი კომპლექსი, კინტა და რეგალეირას ციხე-სიმაგრე. ციხესმაგრემ სახელი უცნაური გუმბათით გაითქვა, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, მიწის სიღრმეში მიემართება. მიწისქვეშა გვირაბების იდუმალ, მისტიურ სისტემას, გალერეასა და ჭებს ყველა დროისა და ხალხების იდუმალ, მასონურ საზოგადოებას უკავშირებენ.

აღმოჩნდა, რომ სამყაროს ე.წ. ცენტრის პორტალი სწორედ ამ სიღრმეში შეიქმნა, რომლისკენაც მიემართებოდა ციხის მთავარი ამოცანა, 27 მ სიღრმის ამობრუნებული კოშკი, რომელსაც მიძღვნის ჭასაც უწოდებდნენ. გადმოცემის თანახმად, აქ ინიციაციის რიტუალები იმართებოდა.

პორტუგალიის არცთუ დიდი ქალაქი სინტრა ოდითგანვე ითვლებოდა მეფეებისა და დედოფლების საყვარელ დასასვენებელ ადგილად, ასევე მასონების საიდუმლო თავშესაფარად.

პირველ შემთხვევაში ყველაფერი ჩვეულებრივი და ძალიან გასაგები იყო, აი, მასონების გამოჩენის შემდეგ კი, ეს ქალაქი მეგა პოპულარული გახდა. ყველაფერი 1892 წელს დაიწყო, როდესაც ანტონი ოგუსტუ კარვალიუ მონტეირუს – მილიონერ მეცენატსა და მასონს აზრად მოუვიდა ახლად შეძენილი კინტა და რაგალეირას ფერმის სასახლედ გადაქცევა. სასახლე ძალიან მალე აშენდა. შენობა ოთხ სტილს აერთიანებს – რომანულს, გოთიკურს, რენესანსსა და მანუელინოს.

4 ჰექტარ მიწაზე არანაკლებ შთამბეჭდავი ედემის ბაღია გადაჭიმული ულამაზესი ხეივნებით, ხელოვნური ტბებით, ჩანჩქერებით, არხებითა და ხიდებით. ბაღში ასევე არის არაორდინალური არქიტექტურული ობიექტები და სკულპტურები.

მძაფრი შეგრძნებების მოყვარულთ კი მიწისქვეშა კომპლექსი აინტერესებთ, სადაც უხვად არის საიდუმლო სიმბოლოები, ლაბირინთები. მიუხედავად იმისა, რომ აქ უხვად არის მრავალი რელიგიის და მასონური სიმბოლიკ,ა ყველაზე საინტერესო მაინც ამობრუნებული კოშკია, მიძღვნის ჭაა, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 27 მ სიღრმეზე ჩადის.

portugaliaturist-1620205833.jpg

არსებობს მოსაზრება, რომ სწორედ ამ ჭაში იმართებოდა მასონად კურთხევის ცერემონია. ამაზე მეტყველებს არა მარტო ობიექტის ფორმა, არამედ გამოცდაც, რომელსაც ყველა აბარებს, როდესაც მიუყვება სპირალისებურ გალერეას. ჭისკენ მიდის ორი გზა, ერთი კარიდან, რომელიც შენიღბულია, როგორც კლდე და მეორე გვირაბის სისტემით, სადაც ინტუიციურად უნდა მიაგნო სწორ მიმართულებას… წაიკითხეთ ვრცლად და ნახეთ ფოტოები

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
ყველაზე ლამაზი სოფლები პარიზის სიახლოვეს

ყველაზე ლამაზი სოფლები პარიზის სიახლოვეს

11 February, 2025
“ნეონატოლოგიურმა კლინიკა N ქირონ +”- მა „Accreditation Canada“-ს სერტიფიკატი მიიღო – უმაღლესი აღიარება ჯანდაცვის სექტორში

“ნეონატოლოგიურმა კლინიკა N ქირონ +”- მა „Accreditation Canada“-ს სერტიფიკატი მიიღო – უმაღლესი აღიარება ჯანდაცვის სექტორში

თებერვალი 11, 2025
ვიწრო სამზარეულო – რამდენიმე იდეა შთაგონებისთვის

ვიწრო სამზარეულო – რამდენიმე იდეა შთაგონებისთვის

თებერვალი 11, 2025
ტყე და იმუნიტეტი – ბუნებაში დროის გატარება კიბოს პრევენციის ეფექტური მეთოდია?

ტყე და იმუნიტეტი – ბუნებაში დროის გატარება კიბოს პრევენციის ეფექტური მეთოდია?

თებერვალი 11, 2025
რეპროდუქტოლოგი სწორი კვების ფორმულას გვიზიარებს

რეპროდუქტოლოგი სწორი კვების ფორმულას გვიზიარებს

23 იანვარი 2025
მეცნიერებმა სამყაროს მთავარი სტრუქტურის – კოსმოსური აბლაბუდის საუკეთესო გამოსახულება მიიღეს

მეცნიერებმა სამყაროს მთავარი სტრუქტურის – კოსმოსური აბლაბუდის საუკეთესო გამოსახულება მიიღეს

თებერვალი 11, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ბოლოკის სასარგებლო თვისებების შესახებ რა უნდა ვიცოდეთ

ბოლოკის სასარგებლო თვისებების შესახებ რა უნდა ვიცოდეთ

თებერვალი 11, 2025
ექსკლუზიური ინტერვიუ მარგარეტ დაიაურთან – გოგონა, რომელმაც ხევსურთს ახალი სული შთაბერა ✨️

ექსკლუზიური ინტერვიუ მარგარეტ დაიაურთან – გოგონა, რომელმაც ხევსურთს ახალი სული შთაბერა ✨️

თებერვალი 11, 2025
17 ფაქტი ბარსელონას შესახებ, რომელიც შესაძლოა არ იცოდეთ

17 ფაქტი ბარსელონას შესახებ, რომელიც შესაძლოა არ იცოდეთ

11 თებერვალი 2025
„ღიად დატოვებული გაზის ონკანები აფერხებს გაზმომარაგების აღდგენის პროცესს“ – „თბილისი ენერჯი“ განცხადებას ავრცელებს

„ღიად დატოვებული გაზის ონკანები აფერხებს გაზმომარაგების აღდგენის პროცესს“ – „თბილისი ენერჯი“ განცხადებას ავრცელებს

თებერვალი 11, 2025
2024 წელს ქართველმა მოგზაურებმა საზღვარგარეთ 2 მილიარდ ლარზე მეტი დახარჯეს – საქსტატის სტატისტიკა

2024 წელს ქართველმა მოგზაურებმა საზღვარგარეთ 2 მილიარდ ლარზე მეტი დახარჯეს – საქსტატის სტატისტიკა

თებერვალი 11, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი