ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაიატაკში ქვევრები ჩაუდგავთ. საწნახელს შუაგულში თიხის მილი აქვს, რომლითაც დაწურული ყურძნის ტკბილი...

იატაკში ქვევრები ჩაუდგავთ. საწნახელს შუაგულში თიხის მილი აქვს, რომლითაც დაწურული ყურძნის ტკბილი საწნახელის ღარის მეშვეობით პირდაპირ ქვევრში ჩაედინებოდა

” მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის” კვლავაც აგრძელებს ხუთშაბათობით თქვენთვის საქართველოს უძველეს მარნების შესახებ თხრობას.

ციხედიდის კოშკმარანი
ციხედიდის კომპლექსი მცხეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ძეგვთან 1.5 კმ.-ში ციხედიდის ხევის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს და 15 ჰექტარზეა გადაჭიმული.
კოპლექსი რამდენიმე ნაგებობას მოიცავს მათ შორის ტაძარს და სამრეკლოს, თუმცა ყველაზე გამორჩეული კომლექსის კოშკმარანია.
კოშკის ფასადზე არსებულ მხედრულ წარწერას თუ დავუჯერებთ, ის 1680 წელს დეკანოზ ათანასე დეკანოზისძეს აუგია. ყორე ქვით ნაშენი კოშკი ოთხსართულიანია. პირველ სართულზე დასავლეთ კედელზე მიშენებულ ქვითკირით ნაშენ საწნახელს შეხვდებით. საწნახელის შიდა ზედაპირი კირით არის ნალესი. იქვე იატაკში ქვევრები ჩაუდგავთ. საწნახელს შუაგულში თიხის მილი აქვს, რომლითაც დაწურული ყურძნის ტკბილი საწნახელის ღარის მეშვეობით პირდაპირ ქვევრში ჩაედინებოდა. (იხილეთ ფოტო3)
მარანს სამი სათოფური აქვს, სათოფურების რაოდენობა ზედა სართულებზე კიდევ უფრო იზრდება. რაც იმაზე მეტყველებს რომ კოშკი თავდაცვითი ნაგებობა იყო.
სამწუხაროდ თავად კოშკიც და მარანიც ძლიერ არის დაზიანებული. კოშკის სახურავი ჩანგრეულია და ჩამოცვენილი ქვები ქვევრებს ფარავს. შემორჩენილია მხოლოდ ერთი ქვევრი რომელიც 300-400 ლიტრის ტევადობის უნდა იყოს. ზოგადად კოშკის მარანი არ არის დიდი მოცულობის. სავარაუდოდ მარანი 2-3 ტონა ღვინოს იტევდა. ეს კი ცხადყოფს რომ მარნისთვის ყურძნის შორიდან მოტანა არ სჭირდებოდათ და ის იქვე მოჰყავდათ. ციხედიდის ტყეებში დღესაც არაერთ ადგილას შეხვდებით ველურად მზარდ ვაზს.
XVII საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დღეს უმძიმეს მდგომარეობაშია. ისედაც დაზიანებულ კოშკის კედლებს ბუნებრივი პროცესები კიდევ უფრო მეტ საფრთხეს უქმნის. ციხედიდის კოშკმარანის გადარჩენის ერთადერთი გზა გადაუდებელ საკონსერვაციო სამუშაოებშია.
📷ფოტოები იხილეთ:
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.შეიძლება იყოს ციხე-სიმაგრე გამოსახულებაშეიძლება იყოს ბურუნდუკი გამოსახულებაფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
წყარო: მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის
  24 მაისამდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი