კვირა, თებერვალი 1, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემათუ უკვე შეძენილი გაქვთ ეს პროდუქცია, არ გამოიყენოთ! - სურსათის ეროვნული სააგენტო...

თუ უკვე შეძენილი გაქვთ ეს პროდუქცია, არ გამოიყენოთ! – სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებას აფრთხილებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, BABYBIO OPTIMA 1-ის ბავშვთა კვების რძის პროდუქტში ტოქსინ Cereulide-ის გამოვლენის შესაძლო რისკის გამო, მწარმოებელმა კომპანიამ კონკრეტული პარტიების ბაზრიდან გამოთხოვის გადაწყვეტილება მიიღო.

“სურსათის ეროვნული სააგენტო BABYBIO OPTIMA 1-ის ორი პარტიის ბაზრიდან გამოთხოვას ზედამხედველობს.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოვიდა Vitagermine-ს ბრენდის “ბეიბიბიოს” ჩვილ ბავშვთა ფორმულის ოფიციალური იმპორტიორი Naturland-ის შეტყობინება, ტოქსინ Cereulide-ის გამოვლენის შესაძლო რისკის გამო, სხვადასხვა ქვეყნის ბაზრებიდან, მათ შორის საქართველოდან კონკრეტული პარტიების გამოთხოვის თაობაზე.

მწარმოებელმა კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, ბაზრიდან ნებაყოფლობით გაეწვია ჩვილის ფორმულის – BABYBIO OPTIMA 1-ის სამი პარტია, რომლიდან მხოლოდ 2 არის შემოსული საქართველოს ტერიტორიაზე:

• BABYBIO OPTIMA 1 – 800გ, EAN 3288131580319, პარტია 894408, ვარგისიანობის ვადა 09/07/2027;

• BABYBIO OPTIMA 1 – 800გ, EAN 3288131580319, პარტია 900035, ვარგისიანობის ვადა 12/08/2027.

იმპორტიორმა კომპანიამ გამოთხოვის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ აცნობა სარეალიზაციო ქსელებს სს „გეფა“, შპს „პსპ-ფარმა“, შპს „ავერსი-ფარმა“, რომელშიც იყიდება აღნიშნული ბავშვთა კვება. მათივე ცნობით, აღნიშნული პარტიების გაყიდვა შეჩერებულია, საწყობში არსებული მარაგები დათვლილი და აღწერილია, მათ გამოთხოვას კი სააგენტოს უფლებამოსილი პირები გაუწევენ ზედამხედველობას.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, თუ უკვე შეძენილი აქვთ ბავშვთა კვების აღნიშნული პარტიები, არ გამოიყენონ” – ნათქვამია ურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

622783012-1239022248326834-5362256973348169384-n-1769583424.jpg

  პოლიციამ საქართველოს მასშტაბით ჩატარებული პრევენციული ხასიათის ღონისძიებების შედეგად დიდი რაოდენობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი