შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევები"თუ გინდა გქონდეს ის, რაც არასდროს გქონია, უნდა გააკეთო ის, რაც არასდროს...

“თუ გინდა გქონდეს ის, რაც არასდროს გქონია, უნდა გააკეთო ის, რაც არასდროს გაგიკეთებია”

კოკო შანელი 1971 წლის 10 იანვარს, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა, თუმცა მან მსოფლიოს არაერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა და მემკვიდრეობა დაუტოვა, დაიპყრო მოდის სამყარო და ქალებს თავდაჯერებულობისა და სიძლიერის განცდა მიანიჭა.

კოკო შანელს საკმაოდ რთული ბავშვობა ჰქონდა. 6-შვილიან ოჯახში ცხოვრობდა და იმის გამო, რომ ფინანსურად განსაკუთრებით უჭირდათ, 11 წლის ასაკში ობაზინის სააბატოში ბავშვთა სახლში აღმოჩნდა. დედის გარდაცვალებამ შანელს აიძულა, რომ იმაზე ადრე გაზრდილიყო, ვიდრე მისი ასაკის სხვა ბავშვები. თუმცა, გოგონას განსხვავებული ხედვა, შემოქმედებითი ნიჭი, სამკერვალო უნარები ჰქონდა, რასაც ემატებოდა ისიც, რომ ბავშვთა სახლში კერვას ასწავლიდნენ. ძალიან დიდმა მონდომებამ და შრომისმოყვარეობამ კი კოკო შანელი ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ დიზაინერად აქცია.

“თუ გინდა გქონდეს ის, რაც არასდროს გქონია, უნდა გააკეთო ის, რაც არასდროს გაგიკეთებია.” – თქვა დიზაინერმა. კოკო შანელი არასოდეს ერიდებოდა სიახლეებს, თავგადასავლებსა და ექსპერიმენტებს. უპირისპირდებოდა დამკვიდრებულ წარმოდგენებს და შეუპოვრად აგრძელებდა იმის გაკეთებას, რაც უნდოდა. ამიტომაც, შანელი არა მხოლოდ საკუთარი კოლექციებით, არამედ ცხოვრების სტილითაც არაერთი ადამიანისათვის გახდა შთაგონება. უამრავი ცნობილი და გავლენიანი მომხმარებელი და გულშემატკივარი ჰყავდა. მათ შორის, ჟაკლინ კენედიც იყო. თანამშრომლობდა ოდრი ჰეპბერნისთან და გრეის კელისთანაც.

“ყველაფერი ჩვენს ხელშია. ამიტომ, მათზე უარის თქმა არ შეიძლება.” – ამტკიცებდა დიზაინერი და ყველას მოუწოდებდა, რომ მარტივად არ დანებებულიყვნენ, მიზნებისა და ოცნებებისთვის ებრძოლათ და თავიანთ სურვილებს მიჰყოლოდნენ.

კოკო შანელის სახელი დღემდე სტილის, სილამაზის, სიძლიერისა და თავდაჯერებულობის სიმბოლოა.

  ამ თემის წარმომადგენლები ალერგიებით თითქმის არ ავადდებიან - რას ამბობენ მეცნიერები
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი