“მაგარი შეგრძნებაა, როცა ბავშვობის ოცნებას იხდენ ,,- თიკა ჯამბურია
თიკა ჯამბურიამ ბავშვობის ოცნება აიხდინა და კაფე გახსნა.
ნიჭიერი მომღერალი 1991 წლის 14 მარტს თბილისში დაიბადა. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტი და მიიღო მუსიკალური განათლება ფორტეპიანოს განხრითაც. მისი განსაკუთრებული ვოკალური მონაცემები სულ მცირე ასაკში შენიშნეს. ბავშვობაში ლადო გუდიაშვილის 100 წლის იუბილეზე თბილისის ნაციონალური ბალეტისა და ოპერის თეატრში სიმფონიურ ორკესტრთან ერთად იმღერა.
თიკას პირადი ცხოვრება მის კარიერასთან ერთად მუდამ ყურადღების ცენტრშია. თიკამ ძალები ერთ-ერთ კულინარიულ ტელეშოუში მოსინჯა და როგორც აღმოჩნდა ის საკმაოდ კარგად ამზადებს.
პატარა კაფის გახსნა კი მისი ბავშვობის ოცნება ყოფილა. უამრავი უცნობი მიდის მომღერლის კაფეში მისი მომზადებული “გემრიელობების” გასასინჯად.
თიკას წარმატებას ვუსურვებთ ახალ წამოწყებაში!
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkim