პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებათევზის შებოლვა ტრადიციული მეთოდია მისი შენახვისა და გემოს გასაუმჯობესებლად - სარგებელი და...

თევზის შებოლვა ტრადიციული მეთოდია მისი შენახვისა და გემოს გასაუმჯობესებლად – სარგებელი და საფრთხე

თევზის შებოლვა ტრადიციული მეთოდია მისი შენახვისა და გემოს გასაუმჯობესებლად.

პრაქტიკული და საინტერესო რჩევები სურსათის უვნებლობის სპეციალისტ ირაკლი არაბულისგან:

არსებობს შებოლვის რამდენიმე მეთოდი, და თითოეულ მათგანს აქვს თავისი სარგებელი და საფრთხე, განსაკუთრებით თუ პროცესი არასწორად ტარდება.
თევზის შებოლვის ძირითადი მეთოდები:
1. ცივი შებოლვა (15–30°C)
• თევზი შებოლვისას არ გადის თერმულ დამუშავებას.
• პროცესს სჭირდება რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე.
• უპირატესობა: რჩება რბილი ტექსტურა და ბუნებრივი არომატი.
• საფრთხე: ბაქტერიების და პარაზიტების გადარჩენის მაღალი რისკი (მაგ., Listeria monocytogenes, ანიზაკიდები).
2. ცხელი შებოლვა (60–90°C)
• თევზი იღებს თერმულ დამუშავებას და ნაწილობრივ იხარშება.
• უპირატესობა: უფრო უსაფრთხოა მიკრობიოლოგიურად.
საფრთხე: არაკონტროლირებად პირობებში შეიძლება წარმოიქმნას კანცეროგენული ნივთიერებები (PAHs).
3. თხევადი კვამლის შებოლვა (ხელოვნური შებოლვა)
• კვამლის არომატი შეჰყავთ თევზში სპეციალური არომატიზატორების მეშვეობით.
• უპირატესობა: მარტივი და სწრაფი მეთოდია.
• საფრთხე: ზოგ პროდუქტში შესაძლოა არ იყოს მითითებული, რომ გამოყენებულია თხევადი კვამლი; ხშირად გამოიყენება რეალური შებოლვის იმიტაციისთვის.
  „ეს ზომა დეპორტაციისგან დაიცავს აშშ-ის მოქალაქეების 500 ათას მეუღლეს და დაახლოებით 50 ათას ბავშვს, რომელთა მშობელი აშშ-ის მოქალაქესთან ქორწინებაში იმყოფება“ – რას ითვალისწინებს ბაიდენის ადმინიტრაცის ახალი ზომები და რა კატეგორიის მიგრანტებზე გავრცელდება
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი