ოთხშაბათი, იანვარი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისოციალური თემებიბიზნესითბილისში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასი 531 ლარია - PMCG

თბილისში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასი 531 ლარია – PMCG

2025 წლის ნოემბერში საქართველოს სასტუმროს ფასების ინდექსი წლიურად 4.2%-ით შემცირდა, ამის შესახებ ინფორმაციას PMC კვლევითი ცენტრი აქვეყნებს.

ორგანიზაციის მონაცემებით, წელს საანგარიშო პერიოდში ყველაზე დიდი კლება დაფიქსირდა იმერეთში, კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში. ოთახის საშუალო ფასი კი 2025 წლის ნოემბერში 101 ლარიდან 390 ლარამდე მერყეობდა.

„2025 წლის ნოემბერში სასტუმროების საშუალო ფასმა საოჯახო ტიპის სასტუმროებში 101 ლარი შეადგინა, 3-ვარსკვლავიან სასტუმროებში – 144 ლარი, ხოლო 4-ვარსკვლავიან სასტუმროებში – 218 ლარი.

ნოემბერში საქართველოში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასი იყო 390 ლარი. ყველაზე მაღალი საშუალო ფასები დაფიქსირდა თბილისში – 531 ლარი, კახეთში – 451 ლარი და შიდა ქართლში – 449 ლარი.

2025 წლის ნოემბერში 3-, 4- და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 7.5%-ით შემცირდა წინა თვესთან შედარებით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასების ინდექსი – 3.0%-ით. მთლიანობაში, 2025 წლის ნოემბერში სასტუმროს ფასების ინდექსი 5.9%-ით შემცირდა 2025 წლის ოქტომბერთან შედარებით.

2025 წლის ნოემბერში 3-, 4- და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 1.8%-ით შემცირდა წინა წელთან შედარებით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასების ინდექსი – 5.2%-ით. მთლიანობაში, 2025 წლის ნოემბერში სასტუმროს ფასების ინდექსი 4.2%-ით შემცირდა 2024 წლის ნოემბერთან შედარებით”, – წერია PMCG-ის კვლევაში.

წყარო

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ shenitbilisi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

  თბილისის მუნიციპალურ ინსპექციასა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის შეხვედრა გაიმართა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი