კვირა, ნოემბერი 16, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარითბილისითბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები წლიურად 7%-ით გაიზარდა

თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები წლიურად 7%-ით გაიზარდა

2025 წლის მესამე კვარტალში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) წინა კვარტალთან შედარებით 0.6%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2020 წლის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, ინდექსი 57%-ით გაიზარდა, რაც თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების გრძელვადიან გაძვირებაზე მიუთითებს.

RPPI-ის მოცვს მხოლოდ ქალაქ თბილისს და ასახავს ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, მათ შორის როგორც მრავალბინიან კორპუსებში განთავსებულ ბინებს, ისე კერძო სახლების სეგმენტს.

მესამე კვარტალში, კვარტალურ ჭრილში, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც ბინების სეგმენტში (0.5%), ისე კერძო სახლების სეგმენტში (1.2%).

წლის ჭრილში, 2024 წლის მესამე კვარტალთან შედარებით, ფასები გაიზარდა ბინებზე 6.9%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 7.2%-ით.

2025 წლის მესამე კვარტალში ახალაშენებული (დასრულებული) საცხოვრებლების სეგმენტში 1მ2-ის მედიანური ღირებულება, თბილისის უბნების მიხედვით

 

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ shenitbilisi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

  ახალ სააღმზრდელო წელს N109 და N50 განახლებული საბავშვო ბაღები გაიხსნება
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი