შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარითბილისითბილისში სავაჭრო და ბიზნესცენტრების იჯარა გაიზარდა — დედაქალაქს მალე ახალი ფართები დაემატება

თბილისში სავაჭრო და ბიზნესცენტრების იჯარა გაიზარდა — დედაქალაქს მალე ახალი ფართები დაემატება

2024 წელს თბილისში საოფისე და სავაჭრო უძრავი ქონების ბაზარი მზარდი იყო. როგორც „თიბისი კაპიტალის“ მიერ მომზადებული კვლევიდან ირკვევა, ქვეყანაში გაიზარდა როგორც მოთხოვნა, ისე დატვირთვა და იჯარა, რაც მოწმობს იმაზე, რომ დედაქალაქსა და სხვა რეგიონებში კომერციული სექტორი აქტიური განვითარებით ხასიათდება.

კვლევის მიხედვით, 2024 წელს თბილისის ბიზნესცენტრებში ვაკანტურობის საშუალო კოეფიციენტი 12% იყო, რაც წინა წელთან შედარებით 2%-ით შემცირებულია. განსაკუთრებით გაუმჯობესება შესამჩნევია A კლასის ბიზნესცენტრებში, სადაც ეს მაჩვენებელი უკვე 10%-ზე დაბალია.

მოთხოვნის ზრდის საპასუხოდ, გასულ წელს გაიცა 18 მშენებლობის ნებართვა ახალი ბიზნესცენტრებისთვის, რომლებიც ძირითადად განთავსდება ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ მომდევნო 3–4 წლის განმავლობაში თბილისს რამდენიმე თანამედროვე ოფისცენტრი შეემატება.

თბილისისგან განსხვავებით, რეგიონებში, მათ შორის — ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და თელავში, საოფისე უძრავი ქონება უმეტესად განთავსებულია საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე. ორგანიზებული, სტანდარტიზებული ბიზნესცენტრები ამ ქალაქებში პრაქტიკულად არ ფუნქციონირებს, რის გამოც მომავალ წლებში იგეგმება რეგიონული საოფისე ინფრასტრუქტურის განვითარება.

ბიზნესცენტრებთან ერთად, გაზრდილია სავაჭრო ცენტრებში დატვირთულობაც. თბილისსა და ბათუმში ფუნქციონირებს საერთო ჯამში 15 სავაჭრო ცენტრი — დედაქალაქში 292,000 კვ.მ ფართობით, ბათუმში კი — 54,000 კვ.მ-მდე.

2024 წელს თბილისში გაიცა 29 სამშენებლო ნებართვა ახალ სავაჭრო ობიექტებზე, რაც ადასტურებს სექტორის ზრდად ტენდენციას. ბათუმში იგეგმება ორი ახალი სავაჭრო ცენტრის გახსნა, ხოლო თელავში ახალი სავაჭრო ცენტრი 2024 წლის შემოდგომაზე ამოქმედდება.

საშუალო იჯარის მაჩვენებლები თბილისის ბიზნესცენტრებში 2024 წელს წინა წელთან შედარებით 6%-ით გაიზარდა და კვადრატულ მეტრზე 23 აშშ დოლარს მიაღწია. ბათუმში საოფისე ფართებზე საშუალო ფასი 16 დოლარია, რაც დედაქალაქის მაჩვენებელთან ახლოსაა.

სავაჭრო ცენტრების იჯარაც მნიშვნელოვნად გაიზარდა — თბილისში 7%-ით, ხოლო ბათუმში 5%-ით. დღეის მონაცემებით, სავაჭრო ცენტრებში იჯარის საშუალო ფასი თბილისში 24 დოლარია, ბათუმში კი 23 დოლარი კვ.მ-ზე.

თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე მდებარე სავაჭრო ობიექტებში იჯარის საშუალო ფასი 2024 წელს 31 აშშ დოლარს შეადგენდა, ბათუმში კი — 25 დოლარს. ეს მაჩვენებლები მიუთითებს იმაზე, რომ ქუჩის კომერციული ფართები კვლავაც მოთხოვნად და კონკურენტულ კატეგორიად რჩება.

  „ახლა კი ვიცინი, მაგრამ სასწაულად გადავრჩი. სრულიად დაფშვნილი მანქანიდან უნაკაწროდ გადმოვედი, საღ-სალამათი, აბსოლუტურად არანაირი დაზიანება არ მქონდა…“

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი