სამშაბათი, მაისი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარითბილისითბილისში „რატის ბარში“ მომხდარი მკვლელობის საქმეზე ორ პირს ბრალი წარედგინა

თბილისში „რატის ბარში“ მომხდარი მკვლელობის საქმეზე ორ პირს ბრალი წარედგინა

თბილისში, „რატის ბარში“ მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურამ ორ პირს ბრალი წარუდგინა — ერთ პირს განზრახ მკვლელობისთვის, ხოლო მეორეს დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 11 მაისს, დაახლოებით 05:30 საათზე, თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე „რატის ბარში“, ბრალდებულმა ცივი იარაღით დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მეორე ბრალდებული იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, იცოდა, რომ ჩადენილ იქნა განსაკუთრებულად მძიმე დანაშაული — განზრახ მკვლელობა, თუმცა ამის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

სამართალდამცველებმა ორივე პირი იმავე დღეს დააკავეს.

  • ერთ პირს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით), რაც ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.
  • მეორე პირს ბრალდება წარედგინა სსკ-ის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა), რაც ითვალისწინებს 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

პროკურატურის ცნობით, ბრალდებულების მიმართ გამოყენებულია პატიმრობის აღკვეთის ღონისძიების შუამდგომლობა და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს.

author avatar
Ani Davidiani
  სუფრის გაწყობა აღდგომისთვის — დიზაინის რჩევები და დეკორატიული ელემენტები
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი