ორშაბათი, თებერვალი 2, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ საზოგადოებას აფრთხილებს

„თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ საზოგადოებას აფრთხილებს

“თბილისის სატრანსპორტო კომპანია” საზოგადოებას აფრთხილებს:

“გვინდა, ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ ბოლო დროს კვლავ გააქტიურდა არასწორი ინფორმაციის გავრცელება სხვადასხვა ყალბ გვერდებზე, თითქოს, თბილისის მერიამ აამოქმედა უფასო წლიური სამგზავრო ბარათი, რომელსაც დაინტერესებული პირი გათამაშების გზით მიიღებს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ სოციალურ ქსელში კონკრეტულ ყალბ გვერდებზე განთავსებული ინფორმაცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სამგზავრო ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებით, არის სრული სიცრუე და სავარაუდოდ, წარმოადგენს ონლაინ თაღლითობას.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს მომხმარებლებს, არ მიიღონ არანაირ მსგავს გათამაშებაში მონაწილეობა” – ნათქვამია “თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” ინფორმაციაში.

  მეგა შოუს „ვინ ვინ არის“ მეოთხე სეზონის გამარჯვებული გახდა კენგურუ, რომლის ნიღაბი გია ბაღაშვილს ჰქონდა მორგებული
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი