პარასკევი, იანვარი 30, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემათბილისის მერია მოძრაობის შეზღუდვის შესახებ, მძღოლებს აფრთხილებს

თბილისის მერია მოძრაობის შეზღუდვის შესახებ, მძღოლებს აფრთხილებს

თბილისის მერიის ინფორმაციით, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდოვანი ფერდის გაწმენდითი სამუშაოები იგეგმება, რის გამოც უსაფრთხოების მიზნით 14, 15 და 16 ნოემბერს, ღამის საათებში, 00:00-დან 06:00 საათამდე საავტომობილო გადაადგილება სრულად შეიზღუდება.

შეზღუდვა შეეხება ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთასთან არსებული გვირაბიდან მიხეილ თამარაშვილის გამზირამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს.

შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუჩა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, სულხან ცინცაძისა და მიხეილ თამარაშვილის ქუჩების გამოყენებით.

თბილისის მერია მოქალაქეებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.

 

 

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ shenitbilisi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

  „ბათუმობისთვის“ წელს ბიუჯეტიდან 223 ათასი ლარი იხარჯება
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი