ხუთშაბათი, იანვარი 8, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიFace-ამბებითამუნა ამონაშილი – “ეს წელი ჩემთვის განსაკუთრებულად ბედნიერი აღმოჩნდა”

თამუნა ამონაშილი – “ეს წელი ჩემთვის განსაკუთრებულად ბედნიერი აღმოჩნდა”

თამუნა ამონაშვილი ყველასთვის საყვარელი მომღერალი და ცნობილი სახეა. Ის მრავალი წელია საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. Წელს კი განსაკუთრებული ახალი წელი და პედიოდია მის ცხოვრებაში.

თამუნა ამონაშვილი 5 წლის იყო, როცა პირველად მუსიკის გაკვეთილზე მიიყვანეს, რადგან მარტივად შეამჩნიეს, რომ პატარა გოგონას განსაკუთრებული სმენა და ხმა ჰქონდა. მოგვიანებით დაამთავრა კიდეც აქვს მუსიკალური სკოლა ვიოლინოს სპეციალობით და სწავლის გაგრძელებასაც ამ მიმართულებით გეგმავდა, მისი სურვილი მომღერლობა არ ყოფილა. კონსერვატორიაში მისაღებ გამოცდაზე გასვლის წინ უცებ დაფიქრდა, რომ მთელი ცხოვრება ვიოლინოთი სიარული, ორკესტრთან ერთად ჯდომა და დღე და ღამე მეცადინეობა მოუწევდა. თამუნა არ გავიდა გამოცდაზე, სახლში კი მოიტყუა – ვითომ ჩაიჭრა.

იმავე წელს ჩააბარა თეატრალურ ინსტიტუტში მუსკომედიის ფაკულტეტზე. ჯგუფში საუკეთესო სტუდენტად ითვლებოდა და 1987 წელს თეატრალური ინსტიტუტიც შესაბამისად წარჩინებით დაამთავრა. მიღებული აქვს უმაღლესი მუსიკალური განათლება.

შემდეგ იყო ანსამბლი „ივერია“, რომელიც იმ დროის ყველაზე პოპულარულ ანსამბლად ითვლებოდა. ერთ-ერთმა სოლისტმა ანსამბლი დატოვა და ახალი მომღერლების არჩევა გამოცხადდა. თამუნას პედაგოგმა ემა ებრალიძემ ანსამბლის ხელმძღვანელს – ალექსანდრე ბასილაიას დაურეკა და რეკომენდაცია გაუწია. „ივერიის“ ხელმძღვანელს ძალიან მოეწონა თამუნას გარეგნობა, ხმის ტემბრი და დიაპაზონი, ასევე მისი არტისტული მონაცემები და სცენურობა.

თამუნა ამონაშვილმა მომავალი მეუღლე, რეჟისორი რეზიკო არჩვაძე, ერთ-ერთი კლიპის გადაღების დროს გაიცნო.

როგორც თამუნა ამონაშვილი ამბობს, მაშინ რთული, დეპრესიული პერიოდი ჰქონდა, ცდილობდა, რომ ეს ყველაფერი მუსიკის დახმარებით გადაელახა და საქმეს დიდ დროს უთმობდა. მომავალმა მეუღლემ კი ის ბევრ რამეზე დააფიქრა და ცხოვრების მთავარი გადაწყვეტილებაც მიიღო.

სულ ცოტა ხნის წინ. პირველ სექტემბერს თამუნა ამონაშვილისა და რეზიკო არჩვაძის ცხოვრებაში დიდი სასწაული მოხდა – მათ ტყუპი ქალ-ვაჟი შეეძინათ. 61 წლის ასაკში თამუნა ამონაშვილი დედა გახდა და ცხოვრების ყველაზე დიდი ნატვრაც აუხდა. როგორც წყვილი არაერთ ინტერვიუში განმარტავს, ტყუპები, მელანია და იონა მათი ბიოლოგიური შვილები არიან, რომლებიც სუროგატის დახმარებით შეეძინათ. თამუნა და რეზიკო შვილებს დამოუკიდებლად, დამხმარის გარეშე ზრდიან და ამ პროცესით მაქსიმალურად ტკბებიან.

კითხვის გაგრძელება 👉 #shenisilamaze

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია

  ზაფხულში საღამოობით სეირნობის 7 სარგებელი

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი