სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება"თავს ვიკავებდი, მაგრამ მაინც გადავწყვიტე ამ სურათების გასაჯაროება... სიკვდილს გადავურჩით, მაგრამ ახლა...

“თავს ვიკავებდი, მაგრამ მაინც გადავწყვიტე ამ სურათების გასაჯაროება… სიკვდილს გადავურჩით, მაგრამ ახლა ახალი გამოწვევის წინაშე ვდგავართ” – მწერალ გიორგი ლობჟანიძის მეუღლე კვლავ მძიმე სენს ებრძვის

მწერალ გიორგი ლობჟანიძის ოჯახი რთულ სიტუაციაშია – მის მეუღლეს ლიმფომის დიაგნოზი დაუსვეს და ძვირად ღირებული მკურნალობა სჭირდება. სოციალურ ქსელში გიორგის მეგობრები ხშირად აქვეყნებენ მიმართვებს და საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ. მეგობრების, საზოგადოების დახმარებით მკურნალობის ერთი ეტაპი გადაილახა, თუმცა გამოჯანმრთელებამდე კიდევ რთული გზაა. ამის შესახებ გიორგი ლობჟანიძემ თავად გამოაქვეყნა პოსტი და საზოგადოებას კიდევ ერთხელ სთხოვა მხარდაჭერა:

“მეგობრებო, ძალიან თავს ვიკავებდი ამ ფოტოების დადებისაგან, მაგრამ ახლა, როცა მთავარი საფრთხე თითქოს უკვე გადავლილია, მაინც გადავწყვიტე ამ სურათების გასაჯაროება. პირველი ფოტო პირველი ქიმიის დროსაა გადაღებული, მეორე ფოტო კი, როცა მეორე ქიმიამ უკვე პირდაპირი მნიშვნელობით ფეხზე დააყენა. თურქეთში ამ ძვირადღირებული მკურნალობის – ქიმიოთერაპიის ორი კურსის გავლა და მერე მერე ღეროვანი უჯრედების ურთულესი ოპერაციის გაკეთება., ძირითადად, თქვენი კეთილშობილებისა და ხალხის გულუხვი შემოწირულობის ხარჯზე მოგვიხერხდა. რეალურად, ირინა თქვენ გადამირჩინეთ და ამის გამო მთელი ცხოვრება მადლობელი ვიქნები და ვალში ვიქნები ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც თუნდაც ერთი ლარით მაინც შეგვეწია.

მოკლედ, სიკვდილს გადავურჩით, მაგრამ ახლა ახალი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ტე ჯგუფის ლიმფომას ახასიათებს დაბრუნებადობის მაღალი მაჩვენებელი. ამიტომ ამ რემისიის შესანარჩუნებლად სრულიად აუცილებელია იმუნოთერაპიის წელიწადნახევრიანი კურსის გავლა, რაც ყოველ სამ კვირაში ერთხელ ითვალისწინებს პრეპარატ brentuximab- ის გადასხმას. თითოეული გადასხმის დოზა 4000 დოლარი ჯდება, რადგან წამალი თურქეთში იყიდება და საქართველო მის შეძენას არ აფინანსებს ( ისე, გვეუბნებიან, რომ იმუნოთერაპიის კურსი სრულად ფინანსდებაო და ამ პროგრამაში ირინაც ჩასვეს, რისთვისაც დიდად მადლობლები ვართ, მაგრამ წამალი ჩემი ხარჯით უნდა ვიყიდო და რითი და როგორ, ჯერჯერობით წარმოდგენა არ მაქვს ვგეგმავ ჩემი ბინის გაყიდვას, მაგრამ უცებ ალბათ არც ის გაიყიდება და ამასობაში მორიგი გადასხმაც უკვე ახლოვდება.

ამიტომ, მიუხედავად დიდი მორიდებისა და სირცხვილისა, მაინც მექნება თქვენი გულმოწყალების იმედი და ისევ დავდებ ჩემი ანგარიშის ნომრებს, და ვისაც რითი შეუძლია იმით შემეწევა”.

GE79BG0000000161690240

 

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
იაპონელმა ტექნიკოსებმა შექმნეს “სარეცხი მანქანა ადამიანისთვის” – ინოვაციური მოწყობილობა, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის!

იაპონელმა ტექნიკოსებმა შექმნეს “სარეცხი მანქანა ადამიანისთვის” – ინოვაციური მოწყობილობა, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის!

26 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი