დღეს წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენების დღეა.
დღესასწაულთან დაკავშირებით მეუფე შიო ალავერდში იმყოფებოდა. პატრიარქის მოსაყდრემ აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითთან და სხვა ეპარქიის მღვდელმთავრებთან ერთად წირვა-ლოცვა აღავლინა, მოგვიანებით მრევლს ქადაგებით მიმართა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„თავისი ღვაწლით წმინდა დიდმოწამე ქეთევანი გამორჩეულია არა მარტო ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ისტორიაში, არამედ მთელი საქრისტიანოს ისტორიაში. ჩვენ დღეს აქ შევიკრიბეთ, რომ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ დიდმოწამე ქეთევანის ღვაწლი და შევავედროთ მას ჩვენი ქვეყანა და ეკლესია.
გილოცავთ, ძვირფასო დებო და ძმებო, დღევანდელ დღესასწაულს. წმინდა ქეთევან დედოფლის ლოცვით ღმერთმა გააძლიეროს, გაამთლიანოს სრულიად საქართველო“, – განაცხადა მეუფე შიომ.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi