საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეები სერტიფიკატებითა და სამკერდე ნიშნებით დააჯილდოვა. მეთაურმა 2025 წლის მე-4 კვარტლის თავდაცვის ძალების საუკეთესო სამხედროებს: უფროს ლეიტენანტებს – არჩილ პაქსაძესა და ლერი უშხვანს, სერჟანტებს – ნიკოლოზ ბარბაქაძესა და ბექა ჩალიგავას, ასევე კაპრალ გურამ დანელიას კეთილსინდისიერი სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.


