ხუთშაბათი, იანვარი 8, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაზესტაფონსა და ვანში არალეგალური სასაკლაოები, საეჭვო წარმომავლობის ხორცი - ობიექტები დაჯარიმდნენ და...

ზესტაფონსა და ვანში არალეგალური სასაკლაოები, საეჭვო წარმომავლობის ხორცი – ობიექტები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში, ზესტაფონსა და ვანში არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა შინდისში, მიხეილ ჯავახიშვილის I შესახვევში არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს. ფიზიკური პირის კუთვნილი ობიექტი ფუნქციონირებდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და აღიარების გარეშე; არაგეგმური ინსპექტირებისას გამოვლინდა ასევე ეტიკეტირებისა და მიკვლევადობის წესის დარღვევა; 200 კგ საქონლის ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე, რომელიც დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება.
ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საქმიანობა რეგისტრაციამდე, აღიარებამდე და კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე.
კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა ასევე ზესტაფონში, რუსთაველის 86-ში და ვანში, თავისუფლების 4-ში მდებარე არალეგალურ სასაკლაოებში. სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორების მიერ ჩატარებული არაგეგმური ინსპექტირების შედეგად დაფიქსირდა საქმიანობა ბიზნესოპერატორად რეგისტრაციისა და აღიარების გარეშე, საეჭვო წარმომავლობის ხორცი, რის გამოც ობიექტები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.
სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველთა სასაკლაოებში სახელმწიფო კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. გეგმური ინსპექტირება ტარდება რისკის დონის განსაზღვრის გარეშე, წელიწადში ოთხჯერ; გარდა ამისა, ტარდება არაგეგმური ინსპექტირებაც. მიმდინარე წელს ჩატარებულია 1035 სახელმწიფო კონტროლი, გამოვლინდა 80 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  გაქვთ საფუძველი, იამაყოთ, რომ ბოლო 34 წელია, დამოუკიდებელ სახელმწიფოს აშენებთ, ვამაყობთ, რომ საქართველოს მეგობრები ვართ, წინ საქართველო, წინ - პაველ ჰერჩინსკი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი