პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა"ყოველი ახალი დარტყმით რუსეთი შუა თითს უჩვენებს მთელ მსოფლიოს" - ზელენსკი

“ყოველი ახალი დარტყმით რუსეთი შუა თითს უჩვენებს მთელ მსოფლიოს” – ზელენსკი

“ყოველი ახალი დარტყმით რუსეთი შუა თითს უჩვენებს მთელ მსოფლიოს” – ზელენსკი

2025 წლის დასაწყისიდან რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის 27 700-მდე საჰაერო ბომბი, 11 200-მდე „შაჰედი“ და 9 000-მდე სხვა ტიპის დრონი გამოიყენა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, გარდა ამისა, მტერმა 700-ზე მეტი რაკეტა გაუშვა, მათ შორის ბალისტიკური.

„ბევრი ესაუბრა რუსეთს სხვადასხვა დონეზე. ვერავითარმა საუბარმა ვერ მიიყვანა არა მხოლოდ საიმედო მშვიდობამდე, არამედ ომის შეჩერებამდეც კი. სამწუხაროდ, პუტინი დაუსჯელობას გრძნობს და რუსეთის მხრიდან საშინელი დარტყმების შემდეგაც კი, თითქოსდა, კიდევ რაღაც „პასუხებს“ ამზადებს. ეს ნიშნავს, რომ ყოველი ახალი დარტყმით, დიპლომატიის ყოველი ახალი შეფერხებით, რუსეთი შუა თითს უჩვენებს მთელ მსოფლიოს. ყველას, ვისაც არ სურს რუსეთზე ზეწოლის გაზრდა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, სწორედ მოსკოვში უნდა იგრძნონ, რომ ომს დიდი ფასი აქვს. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ თუ მსოფლიო პუტინის მუქარაზე სუსტ რეაგირებას მოახდენს, რუსეთის ლიდერი ამას აღიქვამს, როგორც მის ქმედებებზე თვალის დახუჭვის სურვილს.

„როდესაც ის არ გრძნობს ძალასა და ზეწოლას, მაგრამ გრძნობს სისუსტეს, ის ყოველთვის სჩადის ახალ დანაშაულებს. ის ასეთ დამოკიდებულებას ჩუმ ნებართვად მიიჩნევს – ნებართვად ახალი სისასტიკისთვის, ახალი დარტყმებისთვის, ახალი მკვლელობებისთვის. თუ ძლიერები პუტინს არ შეაჩერებენ, ეს ნიშნავს, რომ ისინი მასთან ერთად იზიარებენ პასუხისმგებლობას. და თუ მათ სურთ, მაგრამ ვერ შეაჩერებენ, პუტინი მათ ძლიერებად აღარ ჩათვლის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. კითხვის გაგრძელება

  ბრიტანელმა მეცნიერებმა იდეალური ჩაის ფორმულა შექმნეს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი