ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაზეთის იმპორტი გაძვირდა - სად ვყიდულობთ?

ზეთის იმპორტი გაძვირდა – სად ვყიდულობთ?

2025 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში ზეთის იმპორტის ღირებულება გაიზარდა, თუმცა ფიზიკურმა მოცულობამ იკლო, რაც პროდუქტის გაძვირებას ასახავს.

სტატისტიკის მიხედვით, ამ პერიოდში ქვეყანამ 34 648 ტონა ზეთი შემოიტანა, რომლის ღირებულებამ $47.8 მილიონი შეადგინა. შედარებისთვის, 2024 წლის იმავე პერიოდში იმპორტი 38 030 ტონას და $40.1 მილიონს აღწევდა.

ამრიგად, ზეთის შეტანა ფულად გამოხატულებაში 19%-ით არის გაზრდილი, მაშინ როცა ტონაჟი 9%-ით შემცირდა.

საიმპორტო ქვეყნების მიხედვით, ლიდერი კვლავ რუსეთია — ათ თვეში საქართველომ რუსეთიდან 28 277 ტონა, $38.6 მილიონი ღირებულების ზეთი შეიძინა. მეორე პოზიციაზე უკრაინა დგას ($5.1 მლნ; 3 319 ტონა), ხოლო მესამე ადგილს არაბთა გაერთიანებული საამიროები იკავებს ($1.5 მლნ; 1 552 ტონა). შემდეგ მოდიან აზერბაიჯანი ($1.5 მლნ; 1 075 ტონა) და უნგრეთი ($682 ათასი; 309 ტონა).

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი” აცხადებს ვაკანსიას სამეანო-გინეკოლოგიური დეპარტამენტის დღის ექთნის პოზიციაზე
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი