შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიFace-ამბები„ვხედავ, პატრულთან ერთად გადმორბის სამი კამერა“ – როგორ მიულოცეს 8 მარტი თიკა...

„ვხედავ, პატრულთან ერთად გადმორბის სამი კამერა“ – როგორ მიულოცეს 8 მარტი თიკა ჯამბურიას საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე ტრადიციული ფორმით მიულოცეს.

პატრულ-ინსპექტორებმა 8 მარტს ქალბატონებს მთელი ქვეყნის მასშტაბით თაიგულები გადასცეს, მათ შორის აღმოჩნდა თიკა ჯამბურია.

მომღერალი მოულოდნელი სიურპრიზის შესახებ ემოციურ პოსტს ავრცელებს სოციალურ ქსელში.

„დღეს, დილით სახლიდან ძალიან ბედნიერი მოვდიოდი. ქალთა დღეა, ვცეკვავ ქუჩაში, ბედნიერი ვარ..

ჩავჯექი მანქანაში, მივდივარ სკოლაში. გზაში მაჩერებს პატრული. მანქანა გავაჩერე და მართვის მოწმობა გავამზადე.

ვხედავ, პატრულთან ერთად გადმორბის სამი კამერა. ვფიქრობ, ვაიმე, კიდევ დამიჭირეს-მეთქი. თურმე რვა მარტს მილოცავენ. დიდი მადლობა“. – ამბობს თიკა ჯამბურია.

  ,კუდრაჭა, დახატული, სიყვარული, ფერია გოგო” – სოფო ნიჟარაძე ელის მარია სააკაშვილის ფოტოს გვიზიარებს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი