შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„ვულოცავ ჩემს თავს და საქართველოს ამ გამარჯვებას - კარიერის განმავლობაში ბევრი დაბრკოლება...

„ვულოცავ ჩემს თავს და საქართველოს ამ გამარჯვებას – კარიერის განმავლობაში ბევრი დაბრკოლება შემხვდა, მაგრამ არასდროს დავნებებულვარ“-სანდრო ბაზაძე

ბევრი დაბრკოლება შემხვდა ჩემი კარიერის განმავლობაში, მაგრამ არასდროს დავნებებულვარ – უნდა ვიბრძოლოთ, – განაცხადა თბილისში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ ქართველმა მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ.

„ძალიან რთულია, ეს ყველაფერი სიტყვებით გამოხატო, უბედნიერესი ადამიანი ვარ, მსოფლიო ჩემპიონი ჩემი საყვარელი ხალხის წინაშე გავხდი. ყველა ქართველ სპორტსმენს ვუსურვებ ასეთ წარმატებას და ბავშვებს ვეტყვი, იშრომონ ბევრი. ამ წარმატების უკან ძალიან დიდი შრომაა, ამის გარეშე ვერაფერს მივაღწევდი.

კარიერის განმავლობაში ბევრი დაბრკოლება შემხვდა, მაგრამ არასდროს დავნებებულვარ. ასაკი არის მხოლოდ ციფრები. ვულოცავ ჩემს თავს და საქართველოს ამ გამარჯვებას. ეს მხოლოდ ჩემი გამარჯვება არ არის, ეს მთლიანად საქართველოს გამარჯვებაა“, – აღნიშნა სანდრო ბაზაძემ.

სანდრო ბაზაძე საქართველოს ისტორიაში პირველი ქართველი ხმლით მოფარიკავეა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.

პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებისთვის, ღირსების ორდენით დაჯილდოვდება.

  ზოგან თოვლი, ზოგან წვიმა და +15 გრადუსი - როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი