ხუთშაბათი, იანვარი 8, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებავის შეეხება ცვლილებები - შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული ცალკეული მომსახურების...

ვის შეეხება ცვლილებები – შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული ცალკეული მომსახურების საფასური იზრდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო რიგ მომსახურებებზე საფასურების გაზრდას გეგმავს. ცვლილებები შეეხება როგორც საქართველოში ტრანზიტულად მოძრავი მანქანებისთვის გარე ტრანზიტული ნომრის გაცემას, ასევე იმ უცხოელ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში ყიდულობენ სატრანსპორტო საშუალებას და შემდგომში მას ექსპორტზე ან რეექსპორტზე აბარებენ.

აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა უკვე გადაგზავნილია პარლამენტში.

პროექტის მიხედვით, ტრანზიტული ნომრის მიღება 370 ლარი დაჯდება, მაშინ როცა ამჟამად მოქმედი ტარიფი 50 ლარია. ასევე იზრდება ექსპორტზე ან რეექსპორტზე გასატანი ავტომობილისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის საექსპერტო შემოწმების საფასური — 100 ლარის ნაცვლად 180 ლარი გახდება.

თუ შემოწმება სააგენტოს ტერიტორიზე მოხდება და მოთხოვნა დაინტერესებულ პირს ეკუთვნის, მომსახურება 130 ლარის ნაცვლად 200 ლარი ეღირება.

საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი, ექსპორტის პროცედურისთვის ან რეექსპორტისთვის განკუთვნილი ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების, ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ საექსპერტო შემოწმებისათვის შესაბამისი აქტის შედგენით საფასური განისაზღვრება 200 ლარის ოდენობით, ნაცვლად 130 ლარისა.

პროექტი ასევე განსაზღვრავს სრულიად ახალ მომსახურებებს:
• ექსპორტზე ან რეექსპორტზე გასატანი ტრანსპორტისთვის ტრანზიტული ნომრის გაცემა — 150 ლარი;
• ამ ნომრის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის საფასური — 20 ლარი.

პარლამენტი ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  რამდენჯერ უნდა აპატიო საყვარელ ადამიანს და რამდენი შანსის მიცემაა მისთვის გონივრული
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი