შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისოციალური თემებივინ მიიღებს 1000 და 2000 ლარს საჩუქრად - მთავრობის ახალი დადგენილება

ვინ მიიღებს 1000 და 2000 ლარს საჩუქრად – მთავრობის ახალი დადგენილება

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით – 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1000 ლარს მიიღებენ.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, თბილისის მუნიციპალიტეტის გარდა, ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების გაცემას უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ მიწოდებული სიის საფუძველზე.

თბილისში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებისთვის ფულადი დახმარების გაცემის მიზნით შესაბამისი სახსრების გამოყოფა, მთავრობის განკარგულებით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ეთხოვა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

  Trello - ყველაზე პოპულარული პროექტის მართვის ინსტრუმენტი მცირე ბიზნესებისთვის
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი