ოთხშაბათი, იანვარი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიამინდი„ვინც დასასვენებლად მიემგზავრებით მაღალ მთაში გაგიმართლათ, კვირის შუა დღეებში თოვლის ფანტელების სილამაზით...

„ვინც დასასვენებლად მიემგზავრებით მაღალ მთაში გაგიმართლათ, კვირის შუა დღეებში თოვლის ფანტელების სილამაზით დატკბებით“-კობა ფარტენაძე

მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
„უახლოეს დღეებში საქართველოს ტერიტორიაზე დაბლობსა და ბარში არც ყინვა და არც თოვლი მოსალოდნელი არ არის.
ატმოსფერული პირობები სტაბილურია და არ არსებობს საფუძველი გავრცელებული ცნობების შესახებ უამინდობის. აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. მოსახლეობას გთხოვთ, დაეყრდნოთ მხოლოდ სანდო წყაროებს და ოფიციალურ პროგნოზებს.
მომდევნო კვირაში ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე მოსალოდნელია პერიოდულად მხოლოდ ხანმოკლე წვიმა.
ხვალ და ზეგ 8-9 დეკემბერს პირიქით დასავლეთში ნორმაზე მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი ძლიერი თბილი აღმოსავლეთის ქარის (ფიონის) ფონზე.
კვირის მეორე ნახევრიდან, მოსალოდნელი ტემპერატურა : დასავლეთში +13, +15 და აღმოსავლეთში +8, +10 C არის ასევე ნორმა.
თუ ვინმე მაღალ მთაში ყინვასა და თოვლს არანორმალურად მიიჩნევს და ავრცელებს დეზინფორმაციას, ეს მათი არჩევანია. უნდა აღინიშნოს, რომ ზამთრის კურორტებზე დეკემბერში ნალექი ბუნებრივად სასიამოვნოა და სრულად შეესაბამება კლიმატურ ნორმებს, ვინც დასასვენებლად მიემგზავრებით მაღალ მთაში გაგიმართლათ, კვირის შუა დღეებში თოვლის ფანტელების სილამაზით დატკბებით.
გისურვებთ ბედნიერებას, სიმშვიდეს და იმ ამინდის სიყვარულს, რომელიც ახლა ჩვენს სახეზე იწერება. ყოველი დღე გახდეს მადლიერების მიზეზი და ბუნების სილამაზის აღქმის შესაძლებლობა.“ –  წერს კობა ფარტენაძე

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

  როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი