ოთხშაბათი, იანვარი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური იწყება

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური იწყება

2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური 9 იანვარს საქართველოს 64 ქალაქში გახსნილ 68 საგამოცდო ცენტრში ერთდროულად, ზუსტად 10:00 საათზე დაიწყება და 14 იანვარს დასრულდება. მეორე ტურში წელს 7800-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს.
ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ცენტრალიზებულად ატარებს შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული ენა არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისათვის, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, უცხოური ენა.
დეტალური ინფორმაცია ტესტირების ადგილისა და დროის თაობაზე მითითებულია მოსაწვევზე, რომელსაც სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლეებს გადასცემს.
ტესტირებამდე, რეგისტრაციის გავლისას, მოსწავლემ უნდა წარმოადგინოს მოსაწვევი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი ან დაბადების მოწმობა ან ფოტოსურათიანი ცნობა, რომელსაც გასცემს სკოლის ადმინისტრაცია.
მონაწილეებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი:
  • ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე და მესამე ტურები მიმდინარეობს წერილობითი ფორმით და ტარდება ორ სესიად;
  • მონაწილე საგამოცდო ცენტრში უნდა გამოცხადდეს მოსაწვევზე მითითებულ დროს;
  • სპეციალურად მოწყობილ ადგილას უნდა ჩააბაროს ზედმეტი ნივთები;
  • ტესტირებაზე შესაძლებელია წყლის შეტანა პლასტმასის ბოთლით;
  • საგამოცდო სექტორში მონაწილის განთავსება მოხდება მოსაწვევში მითითებული მონაცემების მიხედვით;
  • პასუხების ფურცლებზე შტრიხკოდის დაკვრის შემდეგ მოსწავლემ უნდა გადაიტანოს სტანდარტული ფრაზა და მითითების შესაბამისად დაიწყოს მუშაობა;
  • აკრძალულია გვარის, სახელის ან პიროვნების იდენტიფიკაციის რაიმე ნიშნის მითითება პასუხების ფურცელზე (ასეთი პასუხის ფურცელი არ გასწორდება);
  • კალკულატორის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ქიმიის გამოცდაზე;
  •  საგამოცდო დროის დასრულებამდე 20 წუთით ადრე მეთვალყურე შეახსენებს მონაწილეებს გამოცდის დასრულების შესახებ;
  • ნებისმიერი პროცედურული დარღვევის აღმოჩენის შესახებ ოლიმპიადის მონაწილეს უფლება აქვს საპრეტენზიო განაცხადით მომართოს ცენტრს შესაბამისი ტესტირების დასრულების მომდევნო დღის 17:00 საათამდე.
ტესტირების მსვლელობისას მოსწავლეს ეკრძალება:
  • მობილური ტელეფონის ან სხვა ელექტრონული აპარატურის შეტანა;
  • დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლებისა და სხვათა შეტანა/გამოყენება;
  • გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება რაიმე ფორმით;
  • სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება (სამუშაო ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ მეთვალყურესთან ერთად).
  როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში – პროგნოზი 9-11 აპრილისთვის
მესამე ტურში ის მონაწილე გადავა, რომელიც დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 50%-ს ან მეტს და, ამასთან ერთად, მოხვდება საგნის რეიტინგული სიის პირველ 50 მოსწავლეს შორის.

 

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი